„თურქეთი ითანამშრომლებს რუსეთთან და ჩვენს მოკავშირეებთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ამასთანავე, ჩვენი ტერიტორიის დაცვისკენ მიმართული ზომები კვლავ უცვლელი დარჩება" - განაცხადა დავუთოღლუ.
მისი თქმით, არაიდენტიფიცირებული თვითმფრინავის ჩამოგდება, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ იყო და ის უბრალოდ, ქვეყნის საზღვრების დაცვას ემსახურებოდა.
დავუთოღლუს თქმით, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა თურქეთისთვის კვლავ პრიორიტეტული საკითხია.
შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა. რაც შეეხება ოფიციალურ ანკარას, პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






