„ფრანს 24-ის“ ცნობით, ამის შესახებ ოლანდმა ვალდიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ჩვენ შევთანხმდით სამ არსებით საკითხზე: პირველი, ჩვენ გავზრდით ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და ეს იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ჩვენი სამხედრო ძალების შესახებ. მეორე ISIS -ის წინააღმდეგ დარტყმები, განსაკუთრებით ნავთობის გადამზიდებზე, გახდება უფრო ინტენსიური და ერთმანეთთან კოორდინირებული , რათა მათი ეფექტურობა გაიზარდოს. მესამე ISIS წინააღმდეგ მებრძოლ ძალებზე და ტეროსრისტული ჯგუფებზე ჩვენმა თვითმფრინავებმა იერიში არ უნდა მიიტანონ“ - განაცხადა ოლანდმა.
მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ მნიშვნელოვან ტერიტორიას, არმიასა და რესურსებს ფლობს, ამიტომ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად დიდი კოალიციის შექმნაა საჭირო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის მომავალში, პრეზიდნეტს ბაშარ ალ-ასადის ადგილი არ არის.
თავისმხრივ, კრემლის ლიდერის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისთვის და ფართო ანტიტეროსისტულ კოალიციაში თავისი პრაქტიკული წვლილის შეტანისთვის, თუმცა დასძინა, რომ სირიის არმია და ბაშარ ასადი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მთავარ მოკვშირედ რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






