თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნას უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთისთის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდნემტა, დღეს CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"მე ვფიქრობ, რომ თუ რომელიმე მხარემ ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს მხარე არა ჩვენ, არამედ ისაა, ვინც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ჩვენმა პილოტებმა და შეირაღებულმა ძალებმა, უბრალოდ, შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, რომელიც საჰაერო სივრცის დაცვას მოიცავდა" - განაცხადა ერდოღანმა
შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა. რაც შეეხება ერდოღანს, მისი თქმით, მსგავსი ქმედების განმეროების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.
მასალის გამოყენების პირობები






