"სუ-24-ის ჩამოგდება წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას ჰგავს" - სერგეი ლავროვი
მსოფლიო - 12:39, 26 Nov, 2015     1606
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადა, რომ 24 ნოემბერს თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას ჰგავს და თურქეთი "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამის შესახებ ლავროვმა თურქული მხარის ინციატივით შემდგარი სატელეფონო საუბრისას, თურქ კოლეგასთან, მევლუდ ჩავუშოღლუსთან განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს მიზანმიმართული ქმედება იყო. ეს ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას - განაცხადა ლავროვმა. მინისტრმა ამასთანავე გაიხსენა თურქეთის მონაწილეობა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ნავთობის უკანონო ვაჭრობის შესახებ, რომელიც იმ რაიონში მიმდინარეობს, სადაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, სადაც ტერორისტული ინფრასტრუქტურაა მოწყობილი" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი თურქეთთან ომის დაწყებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქმა სამხედროებმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევისთის, თურქეთ-სირიის საზღვართან 24 ნოემბერს ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სუ-24-ის კატასტროფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხდებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთის მიერ საკუთარი საზღვრების დაცვის უფლებას, ყველამ პატივი უნდა სცეს. მისი განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა, რომელიც სავარაუდოდ, სირიაში საბრძოლო მისიას ახორციელებდა, თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. თურქეთის პრეზიდენტის თანახმად, სუ-24 5 წუთის განმავლობაში ათჯერ იქნა გაფრთხილებული





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42