მას შემდეგ რაც თურქეთის სამხედრო ძალებმა მის ტერიტორიაზე შემოსული რუსული ბომბდამშენი გაანადგურეს, რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვამ ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციას გარკვეული საფრთხეები უკვე შეუქმნა. მიუხედავად ამ ინციდენტისა, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყნებს შორის ყველაზე სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, თურქეთის და რუსეთის ლიდერების თქმით ისინი ამ ინციდენტის სამხედრო ესკალაციიაში გადაზრდას არ აპირებენ. რუსეთის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა, ოთხშაბათს ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „რუსეთი თურქეთთან ომს არ აპირებს“, ამასთანავე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც ირწმუნება, რომ მის ქვეყანას მოსკოვთან სიტუაციის ესკალაცია არ სურს. თუმცა ამ ინციდენტმა მაინც სერიოზულად შეარყია ვლადიმერ პუტინის, როგორც ფართო კოალიციის ერთ-ერთი წევრის სტრატეგია.
ოთხშაბათს ოლანდმა საფრანგეთის მხარდამხარ ბრძოლის პირობა ანგელა მერკელისგან მიიღო. გერმანიამ , რომელიც უკვე არსებული კოალიციის წევრი არაა, სურვილი გამოთქვა გააგზავნოს მალიში 650 ჯარისკაცი, რათა საფრანგეთმა იქ არსებული კონტიგენტი გამოათავისუფლოს და ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები საფრანგეთს სამხედრო ოპერაციებს მხარდაჭერას პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით უცხადებენ. თუმცა მინისტრს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდო თქმით მისი ქვეყანა, რომელმაც ISIS-ის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებზე თავი შეიკავა, ამჟამად მზად არის გადახედოს თავის სამხედრო მონაწილეობას ამ ოპერაციაში.
ამასთანავე როგორც უცხოური მედია წერს, ოლანდთან შეხვედრისას სირიის საკითხებში რუსეთთან სრულფასოვან თანამშრომლობაზე სერიოზული დაეჭვება გამოთქვა ბარაკ ობამამაც და რუსეთთან ერთად კოალიციის შტაბის შექმნის შესაძლებლობა ძალიან ჰიპოთეტურად მიიჩნია. ამასთანავე ვაშინგტონი და პარიზი რუსეთს სირიის ზომიერი ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო დარტყმების და ბაშარ ალ ასადის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებენ.
საფრანგეთის პარლამენტის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სირიაში საფრანგეთის საჰაერო დარტყმების გაძლიერებას. „ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა, Daech-ი უნდა განადგურდეს“- განაცხადა საფრანგეთის პრემიერ მინიტრმა მანუელ ვალსმა.
მასალის გამოყენების პირობები






