"ერდოღანმა უძლეველ პუტინს საძირკველი შურყია, დღეს მისთვის თამაში დამთავრდა"
მსოფლიო - 21:20, 25 Nov, 2015     17138
სოციალურ ქსელში ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, თურქეთის სამხედრო ავიაციის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით, ერდოღანმა უძლეველ პუტინს საძირკველი შეურყია.

სოციალურ ქსელში ბევრს მსჯელობენ 24 ნოემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. საზოგადოების ნაწილი თურქეთის პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს, რადგან სირიის კონფლიქტში მონაწილე და მშვიდობიანი ხალხის მკვლელ რუსეთს ჭკუა ასწავლა.

აქტიურად ტრიალებს აცრემლებული პუტინისა და თვითმფრინავის კაბინაში მჯდონი ერდოღანის კარიკატურებიც.

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან თვითერის მუსლიმი მომხმარებლები.

„დადგა დრო, პუტინს ვინმემ ჭკუა ასწავლოს. ზეწოლა დიდია, გაუძლებ ვოვა?“

„მე დავიბადე თურქეთში და საუდის არაბეთში გავიზარდე.ის ვინც, მუსლიმურ სამყაროში ირანს მოკავშირედ ირჩევს, საკუთარ ქვეყანას ჭაობში მიათრევს. დღეს, პუტინისთვის თამაში დამთავრდა.“

„ეს რუსული ოკუპაციისა და ირანის დომინანტობის დასასრულია“ - წერენ სოციალური ქსელის მომხარებლები.

ცნობილი არაბი ჟურნალისტი, ყატარის გაზეთის „ალ-შარქის“ მთავარი რედაქტორი ჯაბერალ ჰარმი კი თვითერზე რუსულ გამანადგურებელში მჯდომი პუტინის კარიკატურას აქვეყნებს, რომელსაც ცხვირთან თურქული რაკეტა აქვს მიბჯენილი.

თუმცა, ვლადიმერ პუტინს არც მხარდაჭერა აკლია. მომხმარებელთა ნაწილი, მას ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის შესაბიმისი პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრესტიჟის შელახვას უწინასწარმეტყველებენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბულობა არცერთ მხარეს არ აწყობს. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სუ-24-ის ჩამოგდებას ორ ქვეყანას შორის სერიოზული შედეგები მოჰყვება, კონკრეტულად რა, არ დაუკონკრეტებია. თავის მხრივ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ვითარების ესკალაცია არ სურს და მისი ავიაცია მხოლოდ საზღვარს იცავდა.

ვინაიდან რუსეთ-თურქეთის ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რუსეთის მიერ შესაძლო სანქციები ორივე სახელმწიფოს ეკონომიკას დაარტყამს.

ენერგეტიკა, ტურიზმი, კაპიტალი, ვაჭრობა - ეს ის მიმართულებებია, რომლის შეზღუდვის შემთხვევაში ორივე ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგება. რუსეთის მთლიანი ექსპორტის თითქმის 85 % თურქეთზე მოდის. სანქციების შემოღების შემთხვევაში, რუსეთი მთლიანად დაკარგავს თურქულ კაპიტალს, ინვესტიციებს, სამშენებლო კომპანიებს, სხვადასხვა ფირმებს, ფულად გზავნილებს, რაც ექსპერტების თქმით, რუსეთს წელიწადში 10 მილიარდი დოლარით დააზარალებს. გარდა ამისა, რუსეთს იმ კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რაც თურქულ ტურისტული კომპანიებს ტურების გაუქმებით მიადგება.

თავის მხრივ, ზარალი მიადგება თურქეთსაც. სავაჭრო პარტნიორებიდან, გერმანიის შემდეგ რუსეთი რიგით მეორე თურქეთისთვის, რუსი ტურისტების რაოდენობა კი თურქეთის კურორტებისთვის პირველ ადგილზეა. რაც შეეხება გაზს, 2013 წელს თურქეთის ბაზარზე რუსული გაზის წილმა 57% შეადგინა, რაც დიდად არ შეცვლილა გასულ წელს. თურქეთს ალტერნატიული გაზის მიღება აზერბაიჯანისა და ირანისგანაც შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში შემზღუდველი რესურსების ბაზა და ტრანსპორტირების შესაძებლობებია.

საერთაშორისო პოლიტიკურმა საზოგადოებამ უკვე გამოხატა საკუთარი პოზიცია სუ-24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი თურქეთის გვერდით არის და პატივს სცემს ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით კი, თურქეთს როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს, აქვს უფლება დაიცვას თავისი ტერიტორია.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42