საფრანგეთის პროკურატურა, 13 ნოემბრის ტერაქტების შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, თავდასხმების მთავარი ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი თავდასხმების ღამეს შემთხვევის ადგილზე მეტროთი მივიდა, მაშინ როცა იქ პოლიციას ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებული ჰქონდა. გარდა ამისა, იკვეთება სენ დენიში მდებარე ბინის მეპატრონის ბრალეულობაც, რომელმაც სავარაუდოდ იცოდა მისი მდგმურების ტერორისტული საქმიანობის შესახებ.
"დოიჩე ველეს" ინფორამციით კი, პარიზის ტერაქტების სავარაუდო შემსრულებელი აბდელჰამიდ აბაუდი თანამზრახველთან ერთად 18 ან 19 ნოემბერს პარიზის დეფანსის ბიზნეს რაიონში ტერაქტს გეგმავდა.
აბაუდი 18 ნოემბერს, პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
შეგახსენებთ, პარიზში 6 ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 350. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
თავდასხმების განხორციელებისას 7-მა ტერორისტმა თავი აიფეთქა. სენ დენში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, თავი აიფეთქა ერთ-ერთმა ქალმა ტერორისტმაც, ხოლო ტერატქების სავარაუდო ორგანიზატორი, აბელჰამიდ აბაუდი სნაიპერმა გაანეიტრალა. კიდევ ერთი მთავარი ფიგურის სალაჰ აბდესლამის ბედი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






