გაფიცვის მიზეზი იმ ძველი თანამშრომლებისთვის სოლიდარობის გამოცხადებაა, რომლებისაც დღეს დილით, სამსახურში მისვლის შემდეგ გამოუცხადეს, რომ დაითხოვეს. საჯარო რეესტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ იურისტები უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. ამ წუთებში იუსტიციის სახლის იურისტები ერთობლივი განცხადების ტექსტზე მუშაობენ და ცოტა ხანში საგანგებო ბრიფინგის ჩატარებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სამი იურისტი დაითხოვეს. ,,ნიუპოსტთან" საუბარში ისინი აცხადებენ, რომ წინასწარ არაფერი იყო ცნობილი, თუკი თანამშრომელთა შემცირებას, ან მათ ჩანაცვლებას აპირებდნენ. დილით სამსახურში მისვლისთანავე გამოუცხადეს, რომ უკვე იქ აღარ მუშაობდნენ. როგორც მათთვის გახდა ცნობილი, ოპტიმიზაციის საბაბით იგეგმება თანამშრომელთა სამსახურიდან გამოშვება, რადგან ახალი ხელმძღვანელობის სურვილია, ისინი თავიანთი კადრებით ჩაანაცვლონ.
მასალის გამოყენების პირობები






