მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებას სამი შედეგი მოჰყვა.
„თურქეთის ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებას - რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას, სამი შედეგი მოჰყვა. პირველი, ეს არის რუსეთ-ნატოს შორის ურთიერთობის საშიში დაძაბვა, რასაც ვერც ერთი ინტერესით, მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დაცვით ვერ გაამართლებ. მეორე, თურქეთმა საკუთარი ქმედებებით ფაქტობრივად, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა დაცვის დემონსტრირება მოახდინა. ეს გასაკვირი იმ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ თურქი მაღალჩინოსანს პირდაპირი ფინანსური დაინტერესება აქვს, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილ საწარმოებზე ნავთობპროდუქტების მიწოდებას უკავშირდება. მესამე, შეირყა ხანგრძლივი კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, მათ შორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ სფეროებში. ამ ზარალის ანაზღაურება კი რთული იქნება. ამის პირდაპირი შედეგი შესაძლოა გახდეს უარის თქმა მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე. თურქულმა კომპანიებმა კი შესაძლოა, რუსულ ბაზარზე პოზიციები დაკარგონ"- განაცხადა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქმა სამხედროებმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევისთის, თურქეთ-სირიის საზღვართან 24 ნოემბერს ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სუ-24-ის კატასტროფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხდებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთის მიერ საკუთარი საზღვრების დაცვის უფლებას, ყველამ პატივი უნდა სცეს. მისი განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა, რომელიც სავარაუდოდ, სირიაში საბრძოლო მისიას ახორციელებდა, თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. თურქეთის პრეზიდენტის თანახმად, სუ-24 5 წუთის განმავლობაში ათჯერ იქნა გაფრთხილებული
მასალის გამოყენების პირობები






