მისი თქმით, შემდგომი ვითარება თურქეთისა და რუსეთის რეაქციებზეა დამოკიდებული. გერმანიის პრემიერი იმედოვნებს, რომ მოსკოვი და ანკარა პირდაპირი დიალოგის დაწყებით, სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებენ.
„ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ისედაც კატასტროფულია, ახლა კი თურქეთ-სირიის საზღვარზე თვითმფრინავიც ჩამოაგდეს. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, რატომ მოხდა თვითმფრინავის ჩამოგდება, თუმცა მოსკოვისა და ანკარის რეაქციების გათვალისწინებით, ეს სერიოზული ინციდენტია.
ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ეს, სირიის საკითხის დარეგულირებაში არა მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს, არამედ ის ნაპერწკალიც ჩაქრეს, რომელიც ცოტა ხნის წინ გაჩნდა. თუმცა, იმედი, მაქვს ეს ასე არ მოხდება . ვიმედოვნებ, ანკარამ და მოსკოვმა იციან საკუთარი პასუხისმგებლობები, როდესაც საუბარი რეაქციასა და პასუხს ეხება და ორივე მხარე, განაგრძობს იმ გზას, რაც ვენის სამიტზე დავსახეთ“ - განაცხადა შტაინმაიერმა.
შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქმა სამხედროებმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევისთის, თურქეთ-სირიის საზღვართან გუშინ ჩამოაგდეს.
ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, ჩამოგდებამდე, ხუთი წუთის განმავლობაში თურქული საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ სუ-24 10-ჯერ გააფრთხილეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სუ-24-ის კატასტროფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. ინტერნეტში გავრცელებული მასალის თანახმად, ერთ-ერთი პილოტი ადგილობრივებმა ჩაიგდეს ხელში, ერთი კი გარდაიცვალა. პილოტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
ოფიციალურმა ანკარამ კი ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მტკიცებულება , რადარებით დაფიქსირებული ფოტო-მასალა გამოაქვეყნა.
აღნიშნულ ფაქტს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, თურქეთს ,როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს, აქვს უფლება დაისვას თავისი ტერიტორია.
გუშინვე, თურქეთის მოთხოვნით ნატოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ლიანსი თურქეთის გვერდით დგად და პატივს სცემს ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას.
რაც შეეხება თავად თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანის თქმით, თურქეთის მიერ საკუთარი საზღვრების დაცვის უფლებას, ყველამ პატივი უნდა სცეს.
მასალის გამოყენების პირობები






