ამის შესახებ მოგერინიმ, თურქეთის საჰაერო ძალების მიერ რუსული გამანადგურებლის სუ-24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრის შემდეგ, განაცხადა.
„დილით ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ვესაუბრე. საჭიროა რუსეთსა და თურქეთს შორის ესკალაცია თავიდან ავიცილოთ" - დაწერა მოგერინიმ თვითერის გვერდზე.
შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქმა სამხედროებმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევისთის, თურქეთ-სირიის საზღვართან გუშინ ჩამოაგდეს.
ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, ჩამოგდებამდე, ხუთი წუთის განმავლობაში თურქული საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ სუ-24 10-ჯერ გააფრთხილეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სუ-24-ის კატასტროფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. ინტერნეტში გავრცელებული მასალის თანახმად, ერთ-ერთი პილოტი ადგილობრივებმა ჩაიგდეს ხელში, ერთი კი გარდაიცვალა. პილოტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
ოფიციალურმა ანკარამ კი ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მტკიცებულება , რადარებით დაფიქსირებული ფოტო-მასალა გამოაქვეყნა.
აღნიშნულ ფაქტს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, თურქეთს ,როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს, აქვს უფლება დაისვას თავისი ტერიტორია.
გუშინვე, თურქეთის მოთხოვნით ნატოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ლიანსი თურქეთის გვერდით დგად და პატივს სცემს ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას.
რაც შეეხება თავად თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანის თქმით, თურქეთის მიერ საკუთარი საზღვრების დაცვის უფლებას, ყველამ პატივი უნდა სცეს.
მასალის გამოყენების პირობები






