ამის შესახებ ერდოღანმა გუშინ, თურქეთის საჰაერო ძალების მიერ , რუსული ბომბდამშენის სუ-24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით გამართული უსაფრთხოების სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურს, რუსულმა თვითმფრინავმა, რომელიც სავარაუდოდ, სირიაში საბრძოლო მისიას ახორციელებდა, თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და თურქულმა გამანადგურებელმაც შესაბამისად იმოქმედა. თურქეთის პრეზიდენტის თანახმად, სუ-24 5 წუთის განმავლობაში ათჯერ იქნა გაფრთხილებული , თუმცა უშედეგოდ.
„ყველამ პატივი უნდა სცეს თურქეთის უფლებას, დაიცვას თავისი საზღვრები. ამოუცნობმა თვითმფრინავმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ხუთი წუთის განმავლობაში მან ათი გაფრთხილება მიიღო. თურქული გამანადგურებელი შესაბამისი წესების დაცვით მოქმედებდა. ეს გაკეთდა ჩვენი საზღვრების საფრთხეზე რეაგირების წესების ფარგლებში“ - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქული მხარის სიმშვიდეითა და თავშეკავებულობით, სირიის კონფლიქტის კიდევ უფრო ესკალაციის თავიდან აცილება მოხდა.
შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქმა სამხედროებმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევისთის, თურქეთ-სირიის საზღვართან გუშინ ჩამოაგდეს.
ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დარღვია. ჩამოგდებამდე, ხუთი წუთის განმავლობაში კი, თურქული საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ სუ-24 10-ჯერ გააფრთხილეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სუ-24-ის კატასტროფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხდებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. ინტერნეტში გავრცელებული მასალის თანახმად, ერთ-ერთი პილოტი ადგილობრივებმა ჩაიგდეს ხელში, ერთი კი გარდაიცვალა. პილოტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
ოფიციალურმა ანკარამ კი ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მტკიცებულება , რადარებით დაფიქსირებული ფოტო-მასალა გამოაქვეყნა.
აღნიშნულ ფაქტს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, თურქეთს ,როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს, აქვს უფლება დაისვას თავისი ტერიტორია.
გუშინვე, თურქეთის მოთხოვნით ნატოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ლიანსი თურქეთის გვერდით დგად და პატივს სცემს ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას.
მასალის გამოყენების პირობები






