ISIS-ის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სტრატეგია - ფრანსუა ოლანდი ბარაკ ობამას შეხვდა
მსოფლიო - 23:10, 24 Nov, 2015     1142
როგორი იქნება თურქეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსეთის სტრატეგია სირიასთან მიმართებაში ჯერ უცნობია, დღეს კი საფრანგეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედგა. პარიზის ტერორისტული აქტების შემდეგ ფრანსუა ოლანდი და ბარაკ ობამა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში ერთმანეთს შევდნენ, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. მთავარი განსახილველი თემები ISIS-ის წინააღმდეგ ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება და გამოძიებაში შეერთებული შტატების დახმარება იყო. უკვე ცნობილია, რომ შეერთებული შტატების შემდეგ ფრანსუა ოლანდს მოლაპარაკება დიდი ბრიტანეთის, ხოლო შემდეგ რუსეთის ლიდერებთან ექნება.

ფრანსუა ოლანდმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს და აშშ-ს ხელისუფლებას სოლიდარობისთვის.

,,ბარაკ ობამამ გვიან ღამით დამირეკა და მითხრა, რომ მზად იყო ნებისმიერი სახის დახმარებისთვის. ჩვენი საერთო ვალდებულებაა, ტერორიზმს ვებრძოლოთ. ამერიკელი ხალხმა ფრანგ ხალხს ამ დღეებში უდიდესი თანადგომა აგრძნობინა. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა ისტორია და კულტურა გვაქვს, მაგრამ ვიზიარებთ თავისუფლების რწმენას. პარიზის თავდასხმებით ტერორისტების სამიზნე მთელი მსოფლიო გახდა. შეხვედრაზე დავადასტურეთ ჩვენი განზრახვა, რომ ვებრძოლოთ ტერორიზმს ყველგან. არ მივცემთ მათ უფლებას, მსოფლიოს ზიანი მიაყენონ. ისინი უნდა განადგურდნენ. კოალიციის გაძლიერებასთან ერთად, ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ყველას, ვინც ისლამურ სახელმწიფოს ადგილზე ებრძვის," - აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ.

"შეერთებული შტატები საფრანგეთის გვერდით დგას მშვიდობიან დროსაც და მაშინ, როცა ქვეყანას უჭირს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მწუხარებას პარიზის თავდასხმების გამო. საფრანგეთი და ამერიკა ერთმანეთის გვერდით დგანან ჩვენი ხალხის დასაცავად. ახლა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მომენტი დგას. ისალმური სახელმწიფო ჩვენთის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ერთად უნდა ვებრძოლოთ მას. სწორედ ერთიანობაა მიზეზი, რის გამოც ჩვენ ახლა აქ, ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირეა. პარიზის ტერაქტებმა ჩვენს ისევე შეგვძრა, როგორც თქვენ. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ კოალიციის ბრძოლა ISIS-ის წინააღმდეგ. შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. მეტად უნდა ვიმუშაოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი თავდასხმები. ვისაუბრეთ სირიის კრიზისზეც. მიგვაჩნია, რომ რუსეთმა ამ პროცესში უფრო მეტად კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს," - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

შეხვედრას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ესწრებოდა, რომელიც ტელეფონით ესაუბრა ერაყის პრემიერ-მინისტრს, რათა ISIS-ის წინააღმდეგ 65 წევრიანი მობილიზების დეტალები განეხილა. მოლაპარაკება გამართეს თეთრ სახლში ამერიკის და საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42