,,ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ ნატო-ს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას“ - იენს სტოლტენბერგი
მსოფლიო - 22:19, 24 Nov, 2015     2137
სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნატო-ს საბჭოს საგანგებო სხდომა. თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ პრესის შეკითხვებს ნატოს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა უპასუხა.

,,ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია თურქეთის ელჩმა მიმდინარე პროცესებზე, მე ვესაუბრე ასევე თურქეთის პრეზიდენტს. თურქეთმა მოგვახსენა, რუსეთის ბომბდამშენის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, მე მაქვს ჩემი მოსაზრება იმ ყველაფერზე, რასაც რუსეთი ახორციელებს ნატოს საზღვრებთან ახლოს. იმედია მომავალში მოხერხდება ამ ინციდენტების თავიდან აცილება, ჩვენ ვდგავართ თურქთის გვერდზე და პატივს ვცემთ ჩვენი, ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გავაგრძლებეს ნატოს სამხრეთ საზღვრების მონიტორინგს, მე ველოდები, რომ შედგება შემდგომი კონტაქტები ანკარასა და მოსკოვს შორის და მოვუწოდებ მხარეებს, სიტუაციის განმუხტვისკენ, ეს აუციელებელია“ - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - რუსები აცხადებენ, რომ თვთმფრიანვი სირიის ტერიტორიაზე ჩამოგადეს და თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ მომხდარა, სტოლტენბერმა აღნიშნა, რომ პარტნიორების ინფორმაციები ერთმანეთის თანხვედრია.

,,შეფასებები, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან დღის განმავლობაში მოდის თანხვედრაში იმასთან, რაც მოგვაწოდა თურქეთის მხარემ“.

როგორი იქნება თქვენი პოზიცია თუ სიტუცაია დაიძაბება რუსეთსა და თურქეთს შორის? - თურქი ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო მოუწოდებს ორვე მხარეს შეიმუშაონ ერთობლივი მექანიზმი შემდგომი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

,,მე მკვეთრად განვმარტე ის თუ რას ველოდებით ჩვენ. ჩვენ ველოდებით სიტუაციის განმუხტვას, და მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ჩვენ მტკიცე ვართ ამ გადაწყვეტილებაში. ჩვენ მივესალმებით შემდგომ კონტაქტებს მოსკოვსა და ანკარას შორის ამ ინციდენტის გარშემო. შეიმუშაონ ერთობლივი მექანიზმები, რომელიც მსგავსი სიტუაიციების თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს. ალიანსის შიგნით ჩვენ ვმსჯელობთ უკეთესი ვარიანტის შემუშავებისთვის რომ შემცირდეს რისკი და შევეცადთ, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გავიდეს“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

რაც შეეხება იმას, შედგა თუ არა მომხდართან დაკავშირებით ნატო-სა და რუსეთის მხარეს შორის კონტაქტი, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ კონტაქტი შედგა ანკარასა და მოსკოვს შორის - ,,ნატო-სა და რუსეთს შორის კონტაქტი არ ყოფილა. თურქეთი ჩვენი პარტნიორია და ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან რუსეთთან“ - დასძინა ნატო-ს გენრალურმა მდივანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42