შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქმა სამხედროებმა თურქეთ-სირიის საზღვართან დღეს ჩამოაგდეს.
ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დარღვია. ჩამოგდებამდე, ხუთი წუთის განმავლობაში კი, თურქული საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ სუ-24 10-ჯერ გააფრთხილეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სუ-24-ის კატასტროფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხდებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. ინტერნეტში გავრცელებული მასალის თანახმად, ერთ-ერთი პილოტი ადგილობრივებმა ჩაიგდეს ხელში, ერთი კი გარდაიცვალა. პილოტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის მოთხოვნით დღეს, ნატოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.
ოფიციალურმა ანკარამ კი ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მტკიცებულება , რადარებით დაფიქსირებული ფოტო-მასალა გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები






