,,დასაფიქრებელი და სამოქმედოა“ - ქართველი მუფტი ISIS-ის მებრძოლებს ყურანს ახსენებს
პოზიცია - 18:33, 24 Nov, 2015     9300
2015 წლის 13-მა ნოემბერმა საერთაშორისო თანამეგობრობა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. პარიზის ტერაქტების შემდეგ, განსაკუთრებულად კონტროლდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტები და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტები.

უსაფრთხოების მაღალი დონე მოქმედებს საქართველოშიც. განსაკუთრებულ რეჟმში მუშაობს შს სამინისტრო, გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა. არსებული ინფორმაციით, 14-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს, ხოლო ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა 479 პირს.

აღსანიშნავია, რომ რუსულენოვან ინტერნეტგამოცემა "ფურატ მედიაზე" ISIS-ის ქართულენოვანმა მებრძოლებმა გუშინ მუქარისშემცველი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, ისინი ქართველ მუსლიმთა ხოჯებსა და მუფთებს ურწმუნოების "მონებად" მოიხსენიებენ, და "ისლამის მდევნელ" ქართველებს თავის მოჭრით ემუქრებიან. (ვიდეოში აღბეჭდილი 4 პირიდან სამი - რობიკო პაქსაძე, ბადრი ირემაძე და მამუკა ანთაძე ოზურგეთის რაიონიდან არიან. ვიდეომიმართვაში მონაწილე კიდევ ერთი პირი ხვიჩა გობაძე, კი წარმოშობით ბათუმიდანაა.)

„ნიუპოსტი“ მუქარის ავტორების მშობლებს ესაუბრა. ბადრი ირემაძისა და მამუკა ანთაძის ოჯახის წევრები იმ ზეგავლენასა და პრობლემებზე საუბრობენ, რის გამოც მათმა შვილებმა მრწამსი შეიცვალეს და რადიკალურ ძალებს შეუერთდნენ.

„სამი თვეა დაიწყო საუბარი, რომ „მუსლიმები უნდა გაერთიანდნენ“, „ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში“ და ასე შემდეგ. სულ გაუცხოვდა. ბოლოს სექტემბრში ვნახე, დამემშვიდობა. ტელეფონში მითხრა, რომ მეტს ვეღარ მნახავდა“, - ამბობს ბადრი ირემაძის დედა.

მამუკა ანთაძის მამა, თამაზ ანთაძე უშიშროების სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებს და მისი შვილის გაუჩინარებას იხსენებს.

„ჩემმა დისშვილმა, მირიან ბერიძემ დამღუპა, მან მოაქცია ჩემი შვილი გავლენის ქვეშ. ისეთი სწავლება ჰქონდა, ოჯახის წევრებს მტრად გვიყურებდა, მაგათ ბათუმელი გობაძე ხელმძღვანელობს... ბოლო წლები თურქეთში დამყავდა სამუშაოდ. წელს არ ჩაურტყეს საბაჟოზე ბეჭედი, უშიშროებასთან აქვს პრობლემებიო. მივედითუშიშროებაში, გავესაუბრეთ და იქ მითხრეს ცუდ ხალხთან მეგობრობსო, ავუხსენი სამუშაოდ მიმყავდა. გაგვიშვეს, თუმცა თურქეთში გამეპარა, სასწრაფოდ დავურეკე უშიშროებას, მიშველეთ დამეხმარეთ გაიქცა მეთქი. არავინ ყურადღება არ მომაქცია“- გვითხრა ანთაძემ.

მისი თქმით, რადიკალები ახალშენში იკრიბებიან (დასახლება აჭარაში) და ახალგაზრდების „ისლამურ სახელმწიფოში“ გადაბირებას აქტიურად გნაგრძობენ.

მაინც რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო, ემუქრება თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტები? და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამსაფრთხის თავიდან ასაცილებლად ამ კითხვის გარშემო „ნიუპოსტი ექსპერტებს ესაუბრა:

ანალისტიკოსები აღიშბანავენ, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. ოფიციალური თბილისი კი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს.

დიმიტრი შაშკინი - საქართველოს თავადაცვის ყოფილი მინისტრი: საშიშროება, რომელიც მოდის ,,ისლამური სახელმწიფოსგან“, არის აბსოლუტურად რეალური და საფრანგეთისა და ბელგიის ბოლო მოვლენებიც ამას უსვამს ხაზს. ყველაზე ცუდი ამ ფონზე არის ის, რომ გამოდიან ვაი-პოლიტიკოსები და ამბობენ, რომ სირია ჩვენგან შორს არის, ეს არ არის ჩვენი ომი, ჩვენ საშიშროება არ გვემუქრება და ა.შ. არ შეიძლება საფრთხე ასეთი კუთხით იყოს შეფასებული. არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს საფრთხეები ყოველთვის არსებობდა და მანამ, სანამ ასეთი ტერორისტული ორგანიზაციები იარსებებენ, ბუნებრივია, საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, იქნება საფრთხის ქვეშ. ამიტომ ამ საკითხს მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ თითოეული ჩვენგანი - საზოგადოება, პოლიტიკოსები, ხელისუფლება, თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევებს ხვდება ძალიან დასუსტებული. საქართველოს კონტრდაზვერვის ელიტარული ოფიცრები დღეს ციხეში იმყოფებიან, ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა საქართველოს უსაფრთხოებას. მაგალითად, ლევან ტაბიძე იხდის სასჯელს ჰაერიდან შექმნილი ბრალდებით. ეს არის ადამიანი, რომელზეც დიდწილად იდგა ქვეყნის კონტრდაზვერვის სამსახური. ციხეში არიან მისი მეგობრებიც, ასევე დასუსტებულია კონტრდაზვერვის სამსახური, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა, რადგან მთლიანად შეიცვალა ხელმძღვანელობა.

სამ წელზე მეტი გავიდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და ბოლომდე არ მივიდა ის საქმე, მოლაპარაკებები, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ასეთივე ხელშეკრულება აშშ-ს მაგალითად აქვს იორდანიასთან, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი უსაფრთხოების. ჩემი ვიზიტი 2012 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ ამაზე იყო გათვლილი, რომ ის დაზვერვითი ინფორმაცია, რომელსაც აშშ ფლობს და რომელიც ეხება კავკასიას, ხვდებოდეს საქართველოში. ეს მოლაპარაკებები სამწუხაროდ, ჯერ შეჩერდა და მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთი წლის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასთან დაზვერვის ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ეს იყო, როცა ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთთან ხელი მოეწერა დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლაზე, სწორედ ამ ფონზე აშშ-მ საერთოდ გააუქმა მოლაპარაკება, რომელსაც ჩვენ წინა ხელისუფლების პირობებში ვაწარმოებდით.

შოთა უტიაშვილი - შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი: 100% - იან გარანტიას, რომ ჩვენი ქვეყანა დაცულია ტერორიზმისგან, ვერავინ მოგცემთ. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ საფრთხის მაქსიმალურად შესამცირებლად? - უნდა გამკაცდრეს საზღვრის კონტროლი და იმ ადამიანების კონტროლი, ვინც ცდილობს მუსლიმი ახალგაზრების გადაბირებას. სახელმწიფოს ბოლო პერიოდში არ გადაუდგამს არცერთი პრევენციული ნაბიჯი ამ მიმართულებით. ამ ახალგაზრების დასაქმება, მათი სოციალიზაცია, ხელს შეუწტყობდა ახალგაზრების სამშობლოში დარჩენას და არა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობას.

შს ყოფილი მაღალჩინოსანის განცხადებით, აუცილებელია საზღვრის კონტროლის გამკაცრებასთან ერთად მუსლიმ მოსახლეობასთან დიალოგი.

გიორგი სანიკიძე - ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორი:„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან საფრთხე არსებობს, მაგრამ არ უნდა გადავაჭარბოთ. ტერორიზმი არის ისეთი მოვლენა, რომელსაც კარგად გამოწრთობილი მებრძოლები სჭირდება. ISIS-მა პარიზის ტერაქტებით დაამტკიცა, რომ ის მუშაობს, თუმცა ხაზს ვუსვამ - საქრთველოში ჩვენ არ გვაქვს იმის მოცემულობა, რომ პანიკას მივეცეთ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ჩემი აზრით, ამ ვიდეოს ავტორებმა ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეს საქართველოში მყოფ მუსლიმებს. მათ მოსახლეობაში ანტიმუსლიმური გრძნობები გააღვივეს, მაშინ როდესაც საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები არიან და მათი უმრავლესობა ექსტრემისტული გამოხტომებისგან შორს დგას.

ზაალ კასრელიშვილი - კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი: ტერორისმის ირგვლივ მსოფლიოსა და საქართველოში საერთო საფრთხეები არსებობს. ქვეყნის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია, საქართველოს თავადაცვის ეროვნული დოქტრინის შემუშავება, რაც მოქმედ ხელისუფლებას აქამდეც უნდა შეემუშავებინა. ხელისუფლებამ რადილაკურ და სწრაფ ნაბიჯებთან ერთად, პრევენციული ნაბიჯებიც უნდა გადადგას. უნდა იმუშაონ მუსლიმ მოსახლეობასთან. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ვიდეოს ეს იყო გაფრთხილება. როცა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კეთდება განცხადება, ისინი მოქმედებისთვისაც ემზადებიან, ამიტომ ეს მუქრა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ.

„ნიუპოსტი“ ისლამური კონფესიის წარმომადგენლებსაც ესაუბრა:

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმარეთველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ადამ შანთაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას სამართალდამცველებს გარკვეული მინიშნება მისცა, მან ISIS-ის ქართველი მებრძოლების გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე განაცხადა რომ, "დასაფიქრებელი და სამოქმედოა".

„ეს არის დაშინება, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ვიდეო აშკარად დასაფიქრებელი და სამოქმედოა. ჩვენ ამ ვიდეომიმართვას სრულიად ვემიჯნებით“ -გვითხრა შანთაძემ, რომელიც აცხადებს, რომ ISIS – ის ქართველი მებრძოლების ვიდეომუქარა საპატრიარქოსთან კეთილმეგობრულ ურთიერთობას ვერ შეარყევს.

მუფის მოადგილის განცხადებით, რადიკალურ ჯფუფთან არანაირი შეხება არ აქვთ, თუმცა მათი მხრიდან მათთან გასაუბრების, რჩევის მიცემის მცდელობას ჰქონია ადგილი, თუმცა ექსტრემისტებისგან შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი, მუფთი ბეგლარ ქამაშიძე კი აცხადებს, რომ ტერორიზმი უმძიმესი დანაშაულია. მისი თქმით, წმინდა ყურანის მიხედვით, ერთი ადამიანის მოკვლა კაცობრიობის ამოწყვეტის ტოლფასია.

„ვინც ამას სჩადის, მის სულს სამუდამო ჯოჯოხეთი ელის“ - აღნიშნავს მუფთი.


დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42