„ეს ზურგში დანის დარტყმაა! რა სურთ მათ...?“ - პუტინის პასუხი თურქეთს
მსოფლიო - 17:09, 24 Nov, 2015     15945
თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთის პრეზიდენტი , ვლადიემერ პუტინი გამოეხმაურა,

„ჩვენი თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა სირიის ტერიტორიაზე თურქული F-16-ის თვითმფრინავიდან ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოავრდა. ჩამოგდებამდე, ჩვენი თვითმფრინავი 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე, თურქეთის ტერიტორიიდან ერთ კილომეტრში იმყოფებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი პილოტები და თვითმფრინავი თურქეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა“ - განაცხადა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, თურქეთმა რუსეთს მიაყენა დარტყმა ზურგში და დღევანდელი შემთხვევა სერიოზულ გავლნას იქონიებს რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების საკითხში.

„ სუ-24-ის ჩამოგდება - ზურგში დანის დარტყმაა, ტერორიზმის თანამზრახველების მიერ. ეს მოქმედება სცილდება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენი სამხედროები გმირულად იბრძვიან ტერორიზმის წინააღმდეგ, საკუთარი სიცოცხლის ფასად. რა თქმა უნდა ყურადღებით გავაანალიზებთ, რაც მოხდა. დღევანდელი ტრაგიკული მოვლენა კი სერიოზულ გავლენას იქონიებს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე. რუსეთი თურქეთთან დამოკიდებულებაში მოქმედებდა არა მარტო როგორც მეზობელი, არამედ როგორც მეგობრული ქვეყანა. არ მესმის, ვის სჭირდებოდა ეს, მაგრამ არა ჩვენ. მათ რა სურთ, რომ NATO ISISის სამსახურში ჩადგეს?“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ იგი არავის მისცემს იმის უყფლებას, რომ მსგავსი დანაშაული გაიმეოროს.

შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქმა სამხედროებმა თურქეთ-სირიის საზღვართან დღეს ჩამოაგდეს.

ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დარღვია. ჩამოგდებამდე, ხუთი წუთის განმავლობაში კი, თურქული საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ სუ-24 10-ჯერ გააფრთხილეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სუ-24-ის კატასტროფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხდებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. ერთ-ერთი პილოტი ადგილობრივებმა ჩაიგდეს ხელში, ერთი კი გარდაიცვალა. პილოტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის მოთხოვნით დღეს, ნატოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.

ოფიციალურმა ანკარამ კი ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მტკიცებულება , რადარებით დაფიქსირებული ფოტო-მასალა გამოაქვეყნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42