„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა და გადაწყვიტა საფრანგეთის სასამართლოსთან ურთიერთობები დაარეგულიროს.“ - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 2000 წელს საფრანგეთში ბიზნესმენ არკადი გაიდამაკის მიმართ ანგოლაში იარაღის უკანონო შეტანის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გამოძიების ვერსიით, ანგოლაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს ანგოლის რეჟიმის მეთაური ჟოზე ედუარდო დუშ სანტუში საფრანგეთში იარაღის დიდი პარტიის შესყიდვას აპირებდა, თუმცა უარი მიიღო. ამის სემდეგ ანგოლის ხელისუფლება ფრანგ ბიზნესმენს პიერ ფალკონს დაუკავშირდა, რომელმაც გაიდამაკთან ერთად ორგანიზება გაუკეთა ანგოლაში აღმოსავლეთ ევროპიდან იარაღის უკანონო შეტანას.
შეიარაღების ღირებულება 790 მილიონ დოლარს აღემატებოდა და მასში შედიოდა 150 ათასი ჭურვი, 12 ვერტმფრენი და ექვსი სამხედრო ხომალდი.
2009 წლის ოქტომბერში პარიზის სასამართლომ არკადი გაიდამაკს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიზნესმენი არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ ასევე, რომ „ანგოლაგეიტის“ სკანდალზე მომუშავე ცნობილი ჟურნალისტი ვლადიმირ ივანიძე, რომელმაც ამ თემაზე არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, მიიჩნევს, რომ არკადი გაიდამაკთან ერთად, შესაძლოა, „ანგოლაგეიტის“ სკანდალში გარეული იყოს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „როსიისკი კრედიტის“ დამფუძნებელი და გაიდამაკის ბიზნეს–პარტნიორი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






