ოფიციალურმა ანკარამ ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მტკიცებულება გამოაქვეყნა.
თურქმა სამხედროებმა რადარებით დაფიქსირებული ფოტო-მასალა გაასაჯაროვეს, რომელზეც ჩანს, რომ ჩამოგდებამდე სუ-24-მა თურქეთის სამხრეთ ნაწილს გადაუფრინა.
ფოტოზე წითელი ხაზი რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ 24-ის, რუხი კი თურქული გამანადგურებლის F-16-ის ტრაექტორიას , ფირუზისფერი ხაზი კი სირია-თურქეთის საზღვარს აღნიშნავს.
სამხედრო ექსპერტის, ერდოღან კარაკუსის თქმით, ეს იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქმა სამხედროებმა თურქეთ-სირიის საზღვართან დღეს ჩამოაგდეს.
ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დარღვია. ჩამოგდებამდე, ხუთი წუთის განმავლობაში კი, თურქული საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ სუ-24 10-ჯერ გააფრთხილეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სუ-24-ის კატასტროფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხდებს, რომ სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. ერთ-ერთი პილოტი ადგილობრივებმა ჩაიგდეს ხელში, ერთი კი გარდაიცვალა. პილოტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის მოთხოვნით დღეს, ნატოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.

მასალის გამოყენების პირობები






