უკრაინის ეროვნული თვადაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა კომენტარი გააკეთა თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტზე. მისი განცხადებით, უკრაინული სამხედროები ანალოგიურად მოიქცევიან, თუ რუსული თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო სივრცეს სისტემატიურად დაარღვევენ.
"თურქი სამხედროები პროფესიონალურად მოიქცნენ, ისევე, როგორც მოიქცეოდა ცივილიზებული სამყაროს სამხედრო ქვედანაყოფები, თუ მის სუვერენულ საჰაერო სივრცეს სხვა სახელმწიფოს სამხედრო თვითმფრინბავები დაარღვევენ. სანამ ცეცხლს გახსნიდა, თურქულმა მხარემ არაერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ არ დაუშვებდა მისი საჰაერო სივრცის დარღვევას. თვითმფრინავის მისამართით მიზანმიმართული გასროლის განხორციელებამდე, სამხედროებმა რამოდენიმეჯერ გააფრთხილეს მფრინავი და მხოლოდ შემდეგ შეუტიეს თვითმფრინავს," - განაცხადა ტურჩინოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






