მისი თქმით, პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, ბელგიაში მოსალოდნელი თავდასხმების საფრთხე კვლავ სერიოზულია.
პრემიერის თქმით, სკოლები და მეტროპოლიტენი მუშაობას 25 ნოემბრიდან განაახლებენ.
30 ნოემბერს ბელგიის ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, რა დროსაც გადაწყდება, უმაღლესი ტერორისტული საფრთხის რეჟიმი გახანგრძლივების საკითხი განიხილება.
პარიზში 6 ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 350. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
თავდასხმების განხორციელებისას 7-მა ტერორისტმა თავი აიფეთქა. სენ დენში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, თავი აიფეთქა ერთ-ერთმა ქალმა ტერორისტმაც, ხოლო ტერატქების სავარაუდო ორგანიზატორი, აბელჰამიდ აბაუდი სნაიპერმა გაანეიტრალა. კიდევ ერთი მთავარი ფიგურის სალაჰ აბდესლამის ბედი ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო დღეების განმავლობაში, ბელგიაში განხორციელებულია ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად ტრაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 21 პირი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






