გამოცემის თანახმად, ქამარი იმ ადგილას იპოვეს, სადაც ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ ამდესლამის მობილური ტელეფონის სიგნალი დააფიქსირეს. ჯერერობით უცნობია მართლა მას ეკუთვნოდა თუ არა ე.წ შაჰიდის ქამარი.
პარიზში 6 ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 350. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
თავდასხმების განხორციელებისას 7 -მა ტერორისტმა თავი აიფეთქა. გუშინ სენ დენში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, თავი აიფეთქა ერთ-ერთმა ქალმა ტერორისტმაც, ხოლო ტერატქების სავარაუდო ორგანიზატორი, აბელჰამიდ აბაუდი სნაიპერმა გაანეიტრალა. კიდევ ერთი მთავარი ფიგურის სალაჰ აბდესლამის ბედი ჯერჯერობით უცნობია.
სირიის ტერიტორიაზე კი ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე საფრანგეთმა პირველი საზღვაო დარტყმები ვერტმფრენმზიდ შარლ დეგოლიდან უკვე განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები






