ვრცელდებ აინფორმაცია, რომ გასულ სამშაბათს სალაჰ აბდესლამმა თავის მეგობარს სკაიპით დაურეკა და სირიაში დასაბრუნებლად დახმარება სთხოვა. ამასთანავე აბდესლამმა მეგობარს ოჯახისა და ძმისთვის ბოდიშის მოხდა სთხოვა. აბდესლამის თქმით მას ეშინია ისლამური სახელმწიფოს ევროპელი წარმომადგენლების, რადგან მას ადანაშაულებენ იმის გამო, რომ სხვების მსგავსად თავი არ აიფეთქა. სამართალდამცავებმა აბდესლამის მეგობარი, რომლის ვინაობაც ანონიმურად რჩება უკვე დაკითხეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით მეგობრის მიერ მიცემულ ჩვენებაში რამდენიმე შეუსაბამობაა. თუ აბდესლამს ISIS შურისძიების ეშინია, რატომ ცდილობს კვლავ სირიაში დაბრუნებას.
ამასთანავე არსებობს კითხვები იმის შესახებაც, აბდესლამი თავად იღებდა ტერაქტში მონაწილეობას, გამბედაობა არ ეყო და თავის აფეთქება ბოლო წუთს გადაიფიქრა თუ მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული. ასეა თუ ისე, ის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ტერორისტია, რომლის გარშემოც ყულფი ნელნელა ვიწროვდება.
მომზადებულია leparisien.fr მიხედვით.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






