რატომ არის ჯანმრთელობისთვის საშიში შაბათ-კვირას დიდხანს ძილი
ეს საინტერესოა - 21:23, 23 Nov, 2015     4936
სამუშაო დღეებში ადრე გაღვიძება, შაბათ-კვირას კი პირიქით, დიდხანს ძილი დიაბეტის განვითარების, სიმსუქნის, ინფარქტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის.

ამის შესახებ ექიმების დასკვნა Journal of Clinical Endocrinology & Metabolism-ში გამოქვეყნდა.

„ჩვენი კვლევის შედეგად შევძელით გვეჩვენებინა, რომ სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც თითქმის ნორმალური ყოველდღიური ცხოვრების რიტმი აქვთ, ძილის რეჟიმის დარღვევის გამო, სერიოზული მეტაბოლური დარღვევი აქვთ. ამ პრობლემას შეუძლია გამოიწვიოს სიმსუქნე, დიაბეტი და გულის დაავადება“ - განაცხადა პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა პატრიცია უონგმა.

უონგი და მისი კოლეგები დაახლოებოთ 5 ათას ადამიანს რამდენიმე კვირა, 24 საათის განმავლობაში სპეციალური სამაჯურების მეშვეობით აკვირდებოდნენ. ფოკუს-ჯგუფებს 30-55 წლის მამაკაცები და ქალები შეადგენდნენ.

სამაჯურების მიერ მიღებული მონაცემებით დადგინდა, რომ ამერიკელების 85%-ი შაბათ-კვირას გაცილებით გვიან იძინებენ და გვიან იღვიძებენ, ვიდრე სამუშაო დღეებში. სხვა სიტყვებით, ისინი სამუშაო დღეებში ძილისთვის დაკლებულ დროს ინაზღაურებენ.

იმ ადამიანებს, რომლებშიც ეს ტენდენცია გაცილებით მკვეთრად შეინიშნებოდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მეტი პრობლემა ჰქონდათ - მათ სისხლში მომატებეული იყო ჰოლესტერინის დონე, ცუდად რეაგირებდნენ ინსულინზე და გამოირჩეოდნენ დიდი წონით. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი უფრო მიდრეკილნი არიან დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთან დაკავშირებულ ავადმყოფობებისკენ.

"ეს ყველაფერი ყურადსაღები და მნიშვნელოვანია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ არა თავად დასაქმებულებმა, არამედ დამსაქმებლებმაც" - აცხადებს უონგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42