ჟურნალისტი ჰყვება, რომ პავლოვას, ივანიშვილის დაარსებული ,,ბანკ რასიისკი კრედიტის“ სამმართველოს უფროსი დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა. ,,პოლიაკოვი მანამდე პავლოვას წერდა და ამშვიდებდა, რომ რუსეთში მათ სახელზე გაფორმებული კომპანია ,,ფაქტორეალი“ არაფერ ცუდს არ აკეთებდა და პრობლემები არ შეექმნებოდა“.
ივანიძის განმარტებით, პავლოვა ,,ფაქტორეალის“ მეწილე ისე გახდა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. პავლოვამ რუსეთის პროკურატურას და შემდეგ კი სასამართლოს მიმართა იმის შესახებ, რომ ის აღნიშნული კომპანიის მეწილე არ არის და ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
"პოლიაკოვმა გაიგო ინგას სახლის ნომერი დაურეკა და უთხრა რომ შეხვედრილიყვნენ. ივანიშვილის გარემოცვის აქტიურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მილიარდერის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო. მათი ქმედებები მსუბუქ პანიკას ჰგავს. მე ვფიქრობ პავლოვასთან შეხვედრით ივანიშვილია დაინტერესებული. საფრანგეთში 90-იანი წლების ივანიშვილის საქმიანობის შესწავლა ძალიან საინტერესოა და ივანიშვილს ალბათ მოუწევს პასუხების გაცემა,"- აცხადებს ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე.
მასალის გამოყენების პირობები






