პრემიერის პოზიციას, რომ კუბლაშვილის სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს - "მე მგონი, პრემიერი ცდება, როცა ამას ამბობს, იმიტომ, რომ ვისთანაც არ უნდა გქონდეს ურთიერთობა, როცა ინიშნები ისეთ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უკვე გაქვს ერთადერთი იდეოლოგია და ეს არის სასამართლოს დემოკრატია".
კუბლაშვის თქმით, სასამართლო უნდა იყოს ზუსტად ისეტივე როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია და ის, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, კუბლაშვილის განცხადებით, ეს ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით გამოჩნდა.
,,ყველაფრის გაკეთება იმისთვის, სასამართლო იყოს მისაბაძი და ზუსტად ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ და პირადად მე 8 წლის განმავლობაში ამისთვის ბევრი გავაკეთე".
"სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ესაა მაჩვენებელი იმისა, რომ სასამართლომ დამოუკიდებლად, ჩემგან და პირველ რიგში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია.
მასალის გამოყენების პირობები






