ანალიტიკოსის აზრით, რუსერთის სპეცსამსახურები კარგად არიან ინფორმირებულნი ISIS-ის მიმდინარე საქმიანობით, რამდენადაც მოსკოვს ,,იქ ჰყავს თვისი ძველ აგენტურა“. პუტინმა შეგნებულად შეიკავა თავი როგორც კონტრზომების მიღებისგან, ასევე პარიზთან ინფორმაციის გაცვლაზე.
ბელკოვსკი ირწმუნება, რომ ,,ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებში რუსეთს აგენტურა ჰყავს იმის გამო, რომ ISIS-ის სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობენ სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც, შესაბამისად საბჭოთა, ხოლო შემდგომ უკვე, რუსულ დაზვერვასთან ახლოს მდგომები არიან.
ფართო წრე აგენტურის რუსულ სპეცსამსახურებს შექმნილი ჰყავდა ჯერ კიდევ ირან-ერაყის ომიდან მოყოლებული, რომელსაც ხელმძღვანელობდა აწ განსვენებული ევგენი პრიმაკოვი. როგორც ბელკოვსკი აცხადებს, პუტინი არაბუნებრივად სენტიმენტალური იყო პარასკევს საღამოს, როდესაც ტერაქტი მოხდა. როცა ხდება ისეთი რამ, რომელშიც პუტინს განსაზღვრული არ აქვს თუ რა უნდა გააკეთოს, ან თუ ის განიცდის ინფორმაციის დეფიციტს, როგორც წესი იკარგება. ასე იყო კურსკის, ნორდ-ოსტის და სხვა შემთხვევებში. ამ შემთხვევაში ტერაქტიდან პირველივე წამებში ჩნდება პესკოვის განცხადება, რომ ეს არის საშინელი ტრაგედია და პუტინი მოუოდნელად სრულად ერთვება ამ ისტორიაში.
,,პუტინმა დაუყოვნებლივ გააერთიანა პარიზის ტერაქტი თვითმფრინავის ტერაქტთან, რათა განეცხადებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ კოალიციის შექმნა აუცილებელია, გარდაუვალია. რომ რუსეთი კვლავ უნდა ჩაიკრას მკერდში მსოფლიო თანამეგობრობამ... ოპერაცია იძულება სიყვარულისთვის გრძელდება“ - აცხადებს ანალიტიკოსი.
ის, რომ რუსეთი დაკავშირებულია ამ ტერაქტთან, მას ეჭვიც არ ეპარება, თუმცა გაასაჯაროვოს უფრო მეტი ფაქტრები, ის თავს იკავებს სისხლის სამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად. ამასთან ერთად, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ პუტინს არ გამოუვაა, მიაღწიოს თავის მთავარ მიზანს და მოახერხოს ,,მოლაპარაკებებს რეიკიავიკში“ აშშ-ს პრეზიდენტ ობამასთან მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებაზე. ,,შესაძლებელია დროებითი პაუზა ამ ურთიერთობებში, მაგრამ ეს არ შეცვლის სტრატეგიულ ხაზს“ - ასკვნის ბელკოვსკი მოჩვენებითი დათბობის კომენტირებისას გეოპოლიტიკურ იზოლაციაში მყოფ კრემლსა და დასავლეთს შორის, რომელიც ადანაშაულებს მოსკოვს სამხედრო ინტერვენციის გამო უკრაინასა და სირიაში.
მასალის გამოყენების პირობები






