"დედა ვუტიროთ იმ განავალს, რომელიც ჩვენს რელიგიას აბინძურებს"- ფრანგი მუსლიმი ტერორისტების წინააღმდეგ
მსოფლიო - 20:11, 19 Nov, 2015     8391

საფრანგეთის მოქალაქე, ისლამის მიმდევარი ბასემ ბრეკი ფრანგ მუსლიმებს მიმართავს და მათ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით ყველა მორწმუნე მუსლიმი უნდა გაერთიანდეს იმ ადამიანების წინააღმეგ, ვინც მათ რელიგიას აბინძურებს და მათი რელიგიის სახელით ადამიანებს ხოცავს.

"ამ ვიდეოს ვიწერ იმის გამო, რომ უკვე ყელში ამოვიდა ეს ტერაქტები და იმის ყურება თუ როგორ გვერხევა. თითქოს არაფერია და მივდივართ სამოქალაქო , იდეოლოგიების ომისკენ. მე მივმართავ საფრანგეთის ყველა მუსლიმს: დავიცვათ ჩვენი მშვენიერი რელიგია. დავედევნოთ იმ გამყალბებლებს, რომლებიც ხალხს მუსლიმების სახელით ხოცავენ. ერთ რამეს ვიძახი: ამას ვერ მოაგვარებს ვერც ხელისუფლება და ვერც უშიშროება... ეს მხოლოდ ჩვენ, მუსლიმებს შეგვიძლია. ჩვენ, ვინც მეჩეთში დავდივართ და რომლებიც რესპუბლიკის ღირებულებებს ვიზიარებთ. ჩვენ ამის მოგვარება გვევალება. სწორედ ჩვენზეა ამ ბო**შვილების დევნა. უნდა ვაცნობოთ ხელისუფლებას მცირე საეჭვო ფაქტებიც შესახებაც კი. ეს არ იქნება ჩაშვება. პირიქით, ამ "ჩამშვები არ ვარ" მენტალიტეტის გამო, ხვალ, ის ტიპი თავს ჩვენი დედების და დების გვერდით აიფეთქებს.

ჩვენ საფრანგეთის მუსლიმებმა, ვინც ამ რელიგიას გულით ვატარებთ და ვინც ვიზიარებთ ისლამის, როგორც მშვიდობის რელიგიის პრინციპებსა და ღირებულებებს, ჩვენ თვითონ უნდა ვუტიროთ დედა იმ განავალს, რომელიც ჩვენი რელიგიას აბინძურებს. ის ხალხი, ვინც ისლამს ნაკლებად იცნობს და მეჩეთში არ დადის ამას ვერ მოახერხებენ, რადგან ეს მათთვის რთული და დაუსრულებელი სამუშაო იქნება. ჩვენ თვითონ უნდა ავუჯანყდეთ, თუნდაც არაფერი გვჭირდეს თავის სამართლებელი, რადგან ჭკვიანმა ხალხმა ისედაც იცის, რომ ეს არ არის ისლამი.

ესენი ჩვენი მისახედია. სადაც კი გავიგონებთ ისლამის სახელით საეჭვო ლაპარაკს იქვე ვუპასუხოთ და იქვე მოვუმტვრიოთ ყბა, რადგან გამოსავალი მხოლოდ ჩვენგან შეიძლება იქნეს ნანახი, მუსლიმების შიგნიდან, რადგან ისინიც სამწუხაროდ იგივე სალოცავებში დადიან სადაც ჩვენ, მათი დევნაც ჩვენზეა საფრანგეთის მუსლიმებზე, რომელიც ისლამის და რესპუბლიკის ღირებულებებს ვიზიარებთ.

ყელში ამოვიდა ეს ..ე ფსევდო-მუსლიმები, რომლებიც 2 მილიარდ მუსლიმს სვრიან. მათი ქმედებების გამო გინდათ თუ არა ამალგამა ყოველთვის იქნება, ყოველდღე. როცა სამსახურისთვის CV-ს გააგზავნით თუ პატარა წვერი გექნებათ მას გვერდზე გადადებენ. ამის უამრავი მაგალითია იქნება. შესაბამისად, ნუ დავმუნჯდებით, ნუ დავყრუვდებით და ნუ დავბრმავდებით. გამოსავლი ჩვენ უნდა ვიპოვოთ საფრანგეთის მუსლიმებმა“- აცხადებს ის.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42