Kaynak ჰოლდინგი, რომელსაც 8 ათას თანამშრომელი ჰყავს და 16 სხვადასხვა სექტორის 23 კომპანიას და 100 აქტიურ ბრენდს მოიცავს, პოლიციამ დღეს დილით დაარბია.
ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით „კოზა-იფექ“ მედია ჰოლდინგზე განხორციელებული სკანდალის შემდეგ ეს მოვლენა, თავისუფალ მეწარმეობასა და კაპიტალზე მიყენებული ახალი დარტყმა იქნებ, რაც ქვეყანას ეკონომიკურად სერიოზულად დააზარალებს. ეკონომისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საყოველთაო სამართლებრივი ნორმების დაცვაა და თუ ქვეყანაში სამართლებრივად უსაფრთხო გარემო არ იქნება, უცხოელი ინვესტორის თურქეთში გაჩერება რთული იქნება.
შეგახსენებთ, 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავრობის მიმართ კრიტიკული გამოცემებით ცნობილი "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგში შემავალი ორი ტელევიზიისა და გაზეთების მმართველობა ჩაიბარეს და ასობით ჟურნალისტი ყოველგვარი მიზეზის გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს. დაბოლოს, მთავრობამ ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი მედიასაშუალების "სამანიოლის" ჯგუფში შემავალი ტელევიზიები და რადიო, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სატელიტი Türksat-იდან გაიყვანა. ამ ჯგუფში შემავალ 13 სატელევიზიო არხს და 4 რადიოს, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლამდე კონტრაქტი ჰქონდათ, სატელიტური მაუწყებლობა შეუწყდა.
მასალის გამოყენების პირობები






