ამის გასარკვევად მოკლული ტერორისტების ცხედრებს ტოქსიკოლოგიური ანალიზი უტარდებათ. გარდა იმ ფაქტორისა რომ ტერორისტებმა ადამიანები ყოველგვარი ემოციების გარეშე დახოცეს, ასევე ძიების დროს სახლში, რომელსაც ტერორისტი სალაჰ აბდესლამი ქირაობდა აღმოჩენილი იქნა „შპრიცები“, რომელიც ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადატანილი.
ნარკოტიკის მოხმარება ჯიჰადისტების რელიგიის მიხედვით იკრძალება, თუმცა ჯიჰადისტები გარკვეულ მედიკამენტებს მაინც მოიხმარნენ, როგორც ფრანგული მედია წერს კაპტაგონი რომელსაც ისინი იღებენ მათ ძილის და შიმშილის გრძნობასთან გამკლავებაში და შიშის დაძლევაში ეხმარება. ამ ნივთიერებების ეფექტი 48 საათის განმავლობაში გრძელდება.
ჯერჯერობით, არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება იმის რომ პარიზის ტერაქტის მონაწილეები ნარკოტიკული ზამოქმედების ქვეშ იყვნენ, თუმცა აღსანიშნავია ის რომ ტერორისტი ძმები აბდესლამები სხვა დანაშაულებთან ერთად ნარკოტიკის გასაღებაშიც იყვნენ შემჩნეულნი.
მასალის გამოყენების პირობები






