უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინულ პასპორტებში რუსული წარწერების ინგლისური ენით შეცვლის პეტიცია დააკმაყოფილა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.
„მხარს ვუჭერ მოქალაქეების მღელვარებას, სამოქალაქო პასტორტში დუბლირებული ინფორმაციის შესახებ. მოქალაქეების პატრიოტული პოზიციისა და უკრაინის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იყოს დუბლირებული“ - ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე თვის წინ, ლვოვის მაცხოვრებელმა სვიატოსლავ ლიტინსკიმ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ მის პასპორტში ინფორმაცია მხოლოდ უკრაინულ ენაზე ყოფილიყო. მიმდინარე წლის 20 მაისს მან საქმე მოიგო და 7 აგვისტოს მსგავსი პასპორტი მიიღო. პრეზიდენტის სახელზე, უკრიანული პასპოტრებიდან რუსულენოვანი ინფორმაციის ამოღების შესახებ პეტიცია აგვისტოს ბოლოს შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები






