ამის შესახებ Daily Mail-ი ჯიჰადისტების ყოველთვლიურ ჟურნალ Dabiq-ზე დაყრდნობით წერს, სადაც ფოტო შემდეგი წარწერით გამოქვეყნდა: „ექსკლუზივი: ხელთნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის მეშვეობით რუსული ლაინერის აფეთქდა.“
ფოტოს ნამდვილობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა.
თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.
ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სამგზავრო ლაინერის A321-ის კატასტროფას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
მასალის გამოყენების პირობები






