18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასაკობრივი ჯგუფებისთვის
საზოგადოება - 00:18, 18 Mar, 2013     1074



15-დან 25 წლამდე:

 

ვერძი: დღეს თქვენი მხრიდან გამოჩენილი ცნობისმოყვარეობა ისეთი სიახლის გაგებაში შეგიწყობთ ხელს, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს თქვენზე. ამიტომ მკაცრად ნუ გააკონტროლებთ საკუთარ თავს.

 

კურო: თქვენი დამყოლი ხასიათით შესაძლოა სხვებმა ისარგებლონ და თქვენი იდეები მათ სასიკეთოდ გამოიყენონ. ნუ ენდობით ყველას და ნუ გერიდებათ საკუთარი პოზიციისა თუ შეხედულებების კატეგორიულად დაცვა.

 

ტყუპები: მხოლოდ მეგობრების წრეში გატარებული დრო, თქვენზე დადებითად არ აისახება. ნუ ცდილობთ სიზარმაცეს თავი დაუხაროთ და დღეს არსებულით დაკმაყოფილდეთ. კარგი იქნება მომავალზეც თუ იფიქრებთ.

 

კირჩხიბი: შესაძლოა დღეს გარშემომყოფების გულგრილმა დამოკიდებულებამ თქვენდამი გაოცება გამოიწვიოს. კარგი იქნება, თუ ამ სიტუაციას დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ და თქვენს საქმიანობას ჩვეულებრივ ტემპში განაგრძობთ.

 

ლომი: თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები ხდება. ეცადეთ იყოთ ამტანნი და ყოველგვარი დაბრკოლება გადაჭერით. არ შეუშინდეთ რისკს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას.

 

ქალწული: თუ ერთ ადგილზე დადექით და წინ ვეღარ მიიწევთ, არ შეშინდეთ და დასახმარებლად თქვენზე კომპეტენტურ ადამიანებს მიმართეთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ მათი რჩევები. ამის საფუძველზე კი ყოველგვარი დაბრკოლების გადაჭრას მარტივად შეძლებთ.

 

სასწორი: დღეს თქვენი საქმიანობა, ძირითადად ფინანსურ საკითხებს შეეხება. საღამოს ყურადღებას ახლობელ ადამიანებზე გადაიტანთ. ნუ ენდობით ახალ ნაცნობებს.

 

მორიელი: იმოქმედეთ წინასწარ დასახული გეგმით. თანმიმდევრული მოქმედება სიამოვნებას მოგანიჭებთ. ნუ ენდობით ახალ ნაცნობებსა და საეჭვო ინფორმაციას.

 

მშვილდოსანი: არ გადაუხვიოთ დასახული მიზნიდან. გეგმიურ ქმედებაში გარემოება შეგიშლით ხელს. სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

თხის რქა: დღეს სიმშვიდე და შინაგანი წონასწორობა გმართებთ. ნუ იჩქარებთ. მეგობრების ინიციატივა საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ.

 

მერწყული: დღის პირველ ნახევარში ყურადღება ფინანსურ საკითხებს დაუთმეთ. გაიზრდება ინტერესი საქმის მიმართ. ნუ ენდობით ყველა ახალ შემოთავაზებას.

 

თევზები: დიალოგში თანამოსაუბრეს მიეცით მეტი დრო, ეცით პატივი მის მოსაზრებებს. დღის ბოლოს პირად ურთიერთობებში დაბრკოლებებია მოსალოდნელი.

 

25-დან 40 წლამდე:

 


ვერძი: დღეს ნებისმიერი დიალოგი კონფლიქტით დამთავრდება. არ არის გამორიცხული, მწვავე დაპირისპირება მეუღლესთან, მშობლებთან. სიტუაციის განმუხტვისათვის დიპლომატიურობა გამოიჩინეთ.

 

კურო: დღეს დავალებას თავს კარგად გაართმევთ, თუმცა, უფროსისაგან დადებით შეფასებას ნუ დაელოდებით. არასასურველი დროა უცხოელ პარტნიორებთან მოსალაპაკებებისათვის.

 

ტყუპები: დღეს სასიამოვნო კონტაქტი გელით სხვა ქალაქის ან ქვეყნის მაცხოვრებლებთან. არ არის გამორიცხული, შეიძინოთ ნაცნობები, ან წამოიწყოთ მცირე სასიყვარულო ურთიერთობა.

 

კირჩხიბი: დღეს ოჯახის წევრებთან კონფლიქტი გელოდებათ. მიზეზი მათი ცუდი განწყობა იქნება. შეეცადეთ, თავი აარიდოთ კონფლიქტს და გაერიდეთ სიტუაციას.

 

ლომი: დღეს თქვენს გონებას ინსტიქტები და გრძნობები აკონტროლებენ, ინტიმურ ურთიერთობაში გართულებები გელით. თუ მატერიალურ პრობლემას წააწყდით, პანიკაში ნუ ჩავარდებით, მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ადვილად მოახერხებთ.

 

ქალწული: დღეს პირად ცხოვრებაში სირთულეებს ელოდეთ. იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ გართულებები, მეტი დრო დაუთმეთ მეორე ნახევარს.

 

სასწორი: დღეს, მოზღვავებული ენერგიის საფუძველზე, განწყობა გაგიუმჯობესდებათ. მიხვდებით რომ შეგიძლიათ ისეთი დაბრკოლებების გადალახვა, რაც გარშემომყოფებს აშინებთ. ამით შეგიძლიათ იამაყოთ, რადგან დღეს სხვებისგან გამოირჩევით.

 

მორიელი: საქმისადმი კეთილგანწყობილი იყავით. თავს მოდუნების უფლება არ მისცეთ. ამის საფუძველზე შესაძლოა თვალთახედვის არედან ისეთი დეტალები გამოგრჩეთ, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეგიშლით. შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობებში გარკვეული წინსვლა იგრძნოთ.

 

მშვილდოსანი: დღეს დაღლილობა შეგაწუხებთ, რაც სამუშაო საათების რაციონალურად გადანაწილებაში შეგიშლით ხელს. ეცადეთ დაკისრებული მოვალეობები მაქსიმალურად სწრაფად შეასრულოთ და თავისუფალი დრო დასვენებისთვის გამოიყენოთ.

 

თხის რქა: თავს მეტად ენერგიულად იგრძნობთ, ეცადეთ ეს ენერგია რაციონალურად გადაანაწილოთ. არ დაიხარჯოთ მხოლოდ ერთი საქმისთვის. რაც უფრო მრავალფეროვან დღეს მოუმზადებთ საკუთარ თავს, მით უკეთესი იქნება შედეგი.

 

მერწყული: დღეს მეგობრებთან ერთად რაც უფრო დიდ დროს გაატარებთ, მით უკეთ იგრძნობთ თავს, ამიტომ სამუშაო საათების ამოწურვისთანავე, მიაშურეთ მათ.

 

თევზები: დადებითი ხასიათი წარმატებული დღის გარანტი იქნება. ეცადეთ გარკვეული დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობები და საღამოს საათები ახლობლებთან ერთად გაატარეთ.

 

40-დან 65 წლამდე:

 


ვერძი: დღეს შესაძლოა გარემოებამ საიდუმლოს გამჟღავნებაში შეგიწყოთ ხელი. დღის მეორე ნახევარში უფრო მეტად სენტიმენტალური და მოდუნებული გახდებით, დაიწყებთ საკუთარი ფარული აზრებისა და სურვილების გარშემომყოფებისათვის გამჟღავნებას.

 

კურო: დღეს დადებითი ცვლილებები გელოდებათ, თუმცა ეს ყველაფერი თქვენს დაძაბვას გამოიწვევს. შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ დღის განმავლობაში.

 

ტყუპები: გარშემომყოფებთან კამათით მხოლოდ თქვენს რეპუტაციას მიაყენებთ ჩრდილს. იმოქმედეთ პატიოსნად და პოზიციის განმტკიცებას ნუ ეცდებით.

 

კირჩხიბი: დღეს მთელი ყურადღება სამსახურზე, კერძოდ კი თქვენს საქმიანობაზე გადაიტანეთ. შესაძლოა ადრე დაშვებული შეცდომები აღმოაჩინოთ.

 

ლომი: განვითარებული მოვლენები რადიკალური ცვლილებებისკენ გიბიძგებენ. პირადი სამომავლო გეგმები დღის პირველ ნახევარში დასახეთ.

 

ქალწული: დღე ოპტიმალური განწყობით დაიწყება, ამიტომ მნიშვნელოვან საქმეებს საღამოსათვის ნუ გადადებთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი განწყობა რადიკალურად შეიცვლება. ძილის წინ ნუ შეეცდებით ახალი გეგმების დასახვას.

 

სასწორი: აქტიური საქმიანობისათვის და სპორტისათვის არაჩვეულებრივი დღეა. არ არის აუცილებელი, საყიდლებზე წახვიდეთ, ან სილამაზის სალონს ესტუმროთ. დღის ბოლოს თქვენი სექსუალური ენერგია გაიზრდება.

 

მორიელი: არსებობს შანსი, გადაწყვიტოთ ოჯახური პრობლემები. შესაძლოა, მშობლების ფინანსური უზრუნველყოფა მოგიხდეთ. თუ გადაწყვიტეთ სარემონტო სამუშაოები ჩაატაროთ, ფოკუსირება ტექნიკურ მხარეზე გააკეთეთ.

 

მშვილდოსანი: ამ დღებში ადვილად გაუმკლავდებით ნებისმიერი სახის პრობლემას. ზომიერი დატვირთვები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ტონუსი. არაჩვეულებრივი დღეა სტუმრების მისაღებად.

 

თხის რქა: დღეს დასვენებისათვის დროს ვერ გამონახავთ. დაკავებული იქნებით საქმიანი შეხვედრებით. რა თქმა უნდა, გართობის ძალიან დიდი სურვილი გექნებათ. დღის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

 

მერწყული: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ლიდერობის სურვილი შეგიპყრობთ. დღეს ზედმეტად ენერგიული იქნებით. ნუ შეეცდებით დამატებითი შემოსავლის ძიებას, ვინაიდან იმედების გაცრუება გელით.

 

თევზები: თუ ვინმეს სიყვარულის მოპოვება გსურთ, გამოიჩინეთ შემოქმედებითობა და ნუ დაიშურებთ ფულს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42