დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის, ჯორჯ ოსბორნის თქმით, ბრიტანეთის მთავრობა კიბერშეტევების განხორციელების უფლებას იტოვებს მათ წინააღმედგ, ვინც ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას ემუქრება.
ეს განცხადება, ფინანსთა მინისტრმა, ვაშინგტონისა და ევროპის სახელმწიფოების მიმართ „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარის საპასუხოდ გააკეთა.
„სამართალდარღვევა შესაძლოა თავდაცვის საუკეთესო ფორმა იყოს, მაშინ როდესაც საქმე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეეგ კიბერბრძოლას ეხება“ - CNBC-ის ცნობით, ამის შესახებ ოსბორნმა კომუნიკაციების შტაბ-ბინაში განაცხადა.
ოსბორნი ჯიჰადისტების ძლიერი ინტერნეტრესურსებით შეშფოთებულია და ღელავს ბანკებზე, მანქანებზე, სკოლებსა და სამხედროებზე, რომლებიც ISIS-ის პოტენციურ ობიექტებს წარმოადგენენ.
„ISIS-ი უკვე იყენებს ინტერნეტს თავისი მახინჯი პროპაგანდისთვის. ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი ხალხის დახოცვას, ჩვენს ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით. საავადმყოფოებზე, ავიაკომპანიებზე კიბერშეტევოთ, მათ მსხვერპლის გამოწვევა შეუძლიათ. ჩვენ ვიცით, რომ მათ ეს სურთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ამის რეალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ. მას, ვისაც სჯერა რომ კიბერშეტევა და ინტერნეტმუქარა დაუსჯელი დარჩება, ვეტყვი: დაუსჯელობა აღარ არსებობს“ - განაცხადა ოსბორნმა.
პარიზის ტერაქტების შემდეგ, ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა "ისლამურ სახელმწიფოს" ომი გამოუცხადა. ჰაკერებმა ვიდეო YouTube-ზე, 13 ნოემბრის ტრაგედიის შემდეგ ატვირთეს.
მასალის გამოყენების პირობები






