თუმცა, აქვე კერიმ დასძინა, რომ აქ საუბარია თეორიულ შესაძლებლობებზე.
,,ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ“ - აცხადებს კერი. ამასთან, კერიმ ასადს ბრალი დასდო ISIS-სთან ნავთობის ბიზნესის საერთო ინტერესებში. მისი თქმით, ასადი ნავთობს ყიდულობს ,,ისლამური სახელმწიფოსგან“.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ვენაში გამართულ შეხვედრაზე, შემუშავებულ იქნა სირიის საკითხის მოგვარების გეგმა, სადაც საუბარი იყო ქვეყანაში გაეროს მონიტორინგის მისიის შექმნასა და ცეცხლის შეწყვეტაზე. ერთადერთი საკითხი, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, იყო ასადის მომავალი. რუსეთი ეწინააღმდეგება ასადის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. აქვე შემუშავებული იყო 18 თვიანი გეგმა, რომელიც მოიცავს დროებითი მთარობისა და ახალი კონსტიტუციის შესახებ მუშაობას, ასებე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის მზადებას.
მასალის გამოყენების პირობები






