„ედუარდ სნოუდენი ტერორისტებს საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტების განხორციელებაში დაეხმარა. აშშ-ის დაზვერვა და ამერიკელი პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ის პარიზის ტერაქტებთან კავშირშია“ - აცხადებენ აშშ-ის სპეცსამსახურში.
CIA-ს სტრატეგიების გამჟღავნებით, მან ტერორისტებს სპეცსამსახურებისგან თავის დაღწევის ხერხები ასწავლა.
„ მსგავსი საიდუმლო ინფორმაციის ცოდნით, „ისლამური სახელმწიფო“ ბუნებრივია მაღალი ორგანიზებულობით სპეცსამსახურების მაღლაც კი დგას. ამავდროულად, მაღალტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, სოციალურ ქსელებით ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი, მათ შორის სპეცსამსახურებისა და მათი საიდუმლო სტრატეგიების შესახებ“ - მიიჩნევენ აშშ-ს სპეცსამსახურებში.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯონ ბრენანის განცხადებით, პარიზში განხორციელებული თავდასხმები რამდენიმე თვის განმავლობაში, კარგად დაგეგმილი, ორგანიზებულია და შიშობს, რომ ეს ერთჯერადი აქტი არ არის.
„ეს არის განსაკუთრებული ყურადღებითა და „დახვეწილობით“ დაგეგმილი ოპერაცია, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ“ - განაცხადა მან.
ბრენანმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ინტერნეტში „ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეო გამოჩნდა, რომლითაც ისინი ვაშინგტონზე და ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმით იმუქრებიან.

მისი თქმით, ტერორისტების მოძლიერება და გამართული ქსელური საქმიანობა, სპონტანურად არ მომხდარა. ბრენანის თქმით, ეს ყველაფერი სახელმწიფოების სუსტმა ანტიტერორისტულმა პოლიტიკამ და ექსტრემისტებთან შესაძლო კავშირში ეჭვმიტანილი პირების არაეფექტურმა მონიტორინგმა გამოიწვია.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც ტერორიზმის საქმიანობას ხელი შეუწყო, სირიასა და ერაყში წასული ინდივიდების სუსტ მონიტორინგში მდგომარეობს.
„ევროპა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ინდივიდები სირიასა და ერაყში მიემგზავრებიან, შემდეგ კი უკან ბრუნდებიან. მათზე მონიტორინგი კი ძალიან სუსტია“ - აღნიშნა მან.
ბრენანის თქმით, სპეცსამსახურები სახემწიფოებრივი საიდუმლოებების დაცვასა და მისი გაჟონვის წინააღმდეგ ეფექტური ქმედებების განხორციელებას ვერ ახერხებენ, მაგალითად კი ედუარდ სნოუდენი მოჰყავს, რომელმაც აშშ-ის სადაზვერვი სამსახურის ინფორმაციის გამხელით, ტერორისტების "ინტელექტუალური ცოდნის" ამაღლებას შეუწყო ხელი.
„არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც როგორც ტექნიკურად, ასევე კანონის თვალსაზრისით ართულებს დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობას. ვფიქრობ, ახლა დროა, განსაკუთრებით ევროპისთვის, ასევე ჩვენთვისაც, გავარკვიოთ, ხომ არ შეიქმნა ერთგვარი ნაპრალი დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობებში, დაიცვან ხალხი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მთელი რიგი საიდუმლო სახელმწიფოებრივი ინფორმაცია არალეგალურად გამჟღავნდა, რის გამოც ტერორისტებს მეტად თავისუფალი საქმიანობის საშუალება მიეცათ. ამიტომ, ეს თავდასხმა სიურპრიზი არ ყოფილა. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ გვქონდა სტრატეგიული გაფრთხილება. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება განგაშის ზარი, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ჩემი აზრით არასწორი წარმოდგენა იყო იმ საქმიანობაზე, რომელსაც დაზვერვის სამსახურები ეწევიან“ - განაცხადა ბერნარმა.
სადაზვერვო სამსახურის ხელმღვანელმა დასძინა, რომ ამბიციის მიუხედავად ISIS-ს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, შეერთებულ შტატებს ზიანი მიაყენოს.
არაოფიციალური ინფორმაციით, 2001 წლიდან სირიაში საბრძოლველად 5 000-ზე მეტი ევროპელი წავიდა. მათგან 1 400 საფრანგეთის მოქალაქეა, რომელთაგან 900 უკან დაბრუნდა.
რაც შეეხება სნოუდენს, ის ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორად მუშაობდა.სნოუდენმა ამერიკის მიერ წარმოებული საიდუმლო თვალთვალის პროგრამაზე ინფორმაცია გაამხილა და შემდეგ რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






