ვერ ეღირსებით ჩემს სიძულვილს
პარასკევ საღამოს თქვენ წაართვით სიცოცხლე განსაკუთრებულ არსებას, ჩემი ცხოვრების სიყვარულს, ჩემი ბიჭის დედას მაგრამ თქვენ ვერ ეღირსებით ჩემს სიძულვილს. მე არ ვიცი, ვინ ხართ და არც მინდა ვიცოდე, თქვენ მკვდარი სულები ხართ. ღმერთის სახელით თქვენ ბრმად კლავთ ადამიანებს, რომლებიც მან თავის ხატად შექმნა, თითოეული ტყვია ჩემი მეუღლის სხეულში ამ ღმერთის გულს ჭრილობად დააჩნდება.
ასე რომ, მე არ გაგიკეთებთ საჩუქარს ჩემი სიძულვილით. თქვენ სწორედ ეს გსურდათ, სიძულვილით და სიბრაზით პასუხის გაცემამ გაქციათ იმად რაც ხართ.
თქვენ გსურთ, რომ მე მეშინოდეს, ეჭვის თვალით ვუყურებდე ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მე უსაფრთხოებას ჩემი თავისუფლება შევწირო. თქვენ წაააგეთ. თამაში გრძელდება.
მე ის დღეს დილით ვნახე, საბოლოოდ, დღეების და ღამეების ლოდინის შემეგ. ის ისეთივე ლამაზი იყო, როგორც მაშინ, როცა პარასკევ საღამოს სახლიდან გავიდა. ისეთივე ლამაზი, როგორც მაშინ, როცა თავდავიწყებით შემიყვარდა 12 წლის წინ.
რა თქმა უნდა მე მწუხარებისგან განადგურებული ვარ, მე თქვენ ამ პატარა გამარჯვებას განიჭებთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მე ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ჩვენთან იქნება ყოველ დღე და ჩვენ ვიცხოვრებთ თავისუფალი სულების სამოთხეში, რომელსაც თქვენ ვერასოდეს მიწვდებით.
ჩვენ ვართ ორნი, ჩემი ბიჭი და მე, მაგრამ ჩვენ ვართ უფრო ძლიერები ვიდრე მსოფლიო ჯარები. მე აღარ მაქვს თქვენთვის დასათმობი დრო, მე მელვილს უნდა მოვუარო, რომელიც ახლა იღვიძებს , ის ჯერ მხოლოდ 17 თვისაა, ის შეჭამს თავის საკვებს, როგორც ყოველდღე, შემდეგ ჩვენ ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის და ეს პატარა ბიჭი თავისი ცხოვრების მანძილზე სწორედ ამ ბედნიერად და თავისუფლად ყოფნით შეურაცხგყოფთ, რადგან ვერც მისი მხრიდან წამოსულ სიძულვილს ვერ ეღირსებით.

მასალის გამოყენების პირობები






