"მე აივ დადებით ვარ და 4 წელია ამას ვმალავ " - სკანდალური ჩარლი შინის აღიარება პირდაპირ ეთერში
მსოფლიო - 21:23, 17 Nov, 2015     5908

50 წლის ჰოლივუდის მსახიობმა, “ოქროს გლობუსის“ მფლობელმა ჩარლი შინმა ტელეკომპანია NBC–ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ აივ-დადებითი ვირუსით არის ინფიცირებული.

"მე აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო – მე ვარ აივდადებითი“ – განაცხადა მსახიობმა Today Show-ში.

მისი თქმით, ამ განცხადებით სურს შეაჩეროს უამრავი პუბლიკაცია, რომლითაც მას სხვა ადამიანების ინფიცირებაში ადანაშაულებენ.

ჩარლი შინის თქმით, მას შიდსის დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს და მას შემდეგ დაუცველი სექსუალური ურთიერთობა, მხოლოდ 2 ჯერ ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაშ პარტნიორი მისი დიაგნოზის შესახებ წინასწარ გააფრთხილა.

„შეცდომა დავუშვი, როცა ამის შესახებ რამდენიმე მეგობარს გავუმხილე, რადგან ამის დასამალად რამდენიმე მილიონის გადახდაც მომიწია“ - განაცხადა შინმა.

მისი თქმით, ერთ-ერთმა სექს მუშაკმა ანტივირუსულ პრეპარატებს ფოტოც კი გადაუღო და მისი გამოქვეყნებით ემუქრებოდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ Radar Online-მა მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო მამრობითი სქესის მსახიობზე, რომელსაც შიდსი აღმოაჩნდა და რომელიც უახლოეს მომავალში ამას ერთ-ერთ შოუში განაცხადებდა.
გამოქვეყნდა, ერთ-ერთი ანონიმური ქალის ინტერვიუც, რომლის თქმითაც ის დაახლოებით 50 წლის ცნობილ მსახიობს ხვდებოდა, რომელიც შიდსით იყო ინფიცირებული და რომელსაც ძალიან ეშინოდა ამ ინფორმაციის გამჟღავნების, რადგან ხალხს არა როგორც ვარსკვლავი, არამედ როგორც შიდსის მქონე პირი დაამახსოვრდებოდა.

ჩარლი შინი ყოველთვის ეპატაჟური ცხოვრებით ცხოვრობდა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სიყვარულითა და სკანდალებით გამოირჩოდა. მისი თქმით, ნარკოტიკებს თავი დაანება, თუმცა სმას ბოლომდე ვერ ელევა.

ის შინი სამჯერ იყო დაქორწინებული და ხუთი შვილის მამაა. შარლი შინი 2010 წელს ყველაზე ძვირადანაზღაურებად სატელევიზიო მსახიობად დასახელდა.

ჩარლი შინი ცნობილია ფილმებით „უმაღლესი ლიგა“ ,„სამი მუშკეტერი“, „ ძალიან საშიში კინო.“ „მაჩეტე კლავს“, „დიდი ქურდობა“, „უოლ სტრიტი“, „მკაცრი ბატალიონი“, „ ოცეული“ და სხვა.










ქეთა მოსიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42