შეგახსენებთ, „როიტერის“ ცნობით, ეგვიპტეში შარმ ელ-შეიხის აეროპორტის ორი თანამშრომელი დააკავეს. გამოცემის თანახმად, დაკავებულები იმ პირებს დაეხმარნენ, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე ბომბი დაამონტაჟეს. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ,რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ეგვიპტეში , რუსული სამგზავრო ლაინერის A321-ის კატასტროფას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა.
თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.
ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






