1. ომარ ისმაილ მოსტეფაი- 29 წლის- წარმოშობით ალჟირელი ფრანგი. დაბადებული 1985 წლის 21 ნოემბერს, პარიზთან ახლოს ესონის დეპარტამენტის კურკურონის კომუნაში. ის თავისი დანაშაულებრივი საქმიანობით იყო ცნობილი და 2004 წლიდან 2010 წლამდე 8-ჯერ იყო ეჭვმიტანილი სხვადასხვა დანაშაულში, თუმცა დაპატიმრებული არ ყოფილა. ეჭვმიტანილი იყო ისეთ დანაშაულებებში, როგორიცაა საგზაო ინციდენტები, შეურაცხოფის ფაქტები, ძალადობა და ქურდობა. ფუნდამენტალისტებს ის 2005 წლიდან დაუკავშირდა. მისი ოჯახის წევრების შესახებ ის არის ცნობილი, რომ მას ჰყავს 5 წლის გოგონა. მისი ოჯახის 7 წევრი (მშობლები, ძმები, დები და რძალი) ამ დროისთვის დაკავებულია.

2. სემი ამიმური- 28 წლის, ფრანგი. მან თავი მოიკლა პარასკევ საღამოს ბატაკლანში. დაბადებული 1987 წლის 15 ოქტომბერს საფრანგეთის მოქალაქე და პარიზში დაბადებული. ის ანტიტერორისტული სამსახურების ყურადღების ქვეშ 2012 წლის 19 ოქტომბერს მოექცა, იმ ტერორისტებთან კავშირის გამო, რომლებიც ტერაქტის განხორციელებას იემენში აპირებდნენ. სემი ამიმური 2013 წლის შემდეგ სასამართლო პირობის დარღვევის გამო იძებნებოდა და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ამ დროისთვის მისი ოჯახის სამი წევრია დაკავებული.
3. ჯერ იდენტიფიცირებული არაა.
სტად დე ფრანსთან მოწყობილი ტერაქტის მონაწილეები.
4. ბილალ ჰადფი. 20 წლის. ბელგიაში მაცხოვრებელი ფრანგი. მან თავი მოიკლა სტად დე ფრანსთან. ის ფრანგი სამართალდამცავებისთვის ცნობილი არ იყო, თუმცა იმყოფებოდა ბელგიელი სამართალდამცავების ყურადღებუს ქვეშ. ის რადიკალ ისლამისტებს 2014 წლის გაზაფხულზე შეუერთდა და ბოლო პერიოდი სირიაში იმყოფებოდა.

5. აჰმად ალ მოჰამედი (იდენტიფიკაციის პროცესშია)- ასაკი სავარაუდოდ 25 წლის. სავარაუდოდ სირიელი. აღნიშნული მონაცემებით პასპორტი ნაპოვნი იქნა ერთ-ერთი ტერორისტის ცხედართან, რომლებმაც თავი სტად დე ფრანსთან აიფეთქეს. ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ნამდვილად ერთ-ერთ ტეროსრისტს ეკუთვნის. თუმცა სამართალდამცავების ვარაუდით გარკვეული კავშირი აღნიშნული ტერორისტის თითის ანაბეჭდებსა და იმ ანაბეჭდებს შორის, რომელიც ერთ-ერთ სირიელ ლტოლვილს ევროპაში შემოსვლისას აუღეს. აღნიშნული სახელი და გვარი საფრანგეთის ანტი ტერორისტული სამსახურებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.
6. ჯერ იდენტიფიცირებული არაა
ტერორისტები, რომლებმაც თავდასხმები პარიზის კაფეებზე მოაწყვეს:
7. ბრაჰიმ აბდესლამი- 31 წლის, ბელგიაში მაცხოვრებელი ფრანგი, ის მონაწილეობდა X და XI რაიონებში განხორციელებულ ტერაქტებში. აგრეთვე მანქანა, რომელიც ამ სამეებში ფიგურირებდა, სწორედ მან იქირავა. მან თავი ვოლტერის ბულვარზე აიფეთქა.

8. სალაჰ აბდელსლამი- 26 წლის. ბელგიაში დაბადებული ფრანგი. 2009-2011 წელს ის მუშაობდა სატრანსპორტო კომპანიაში ტექნიკოსად. ის ასევე ნამყოფი იყო სირიაში. ის არის ბრაჰიმ აბდესლამის (თვითმკვლელი ტერორისტის) ძმა.
მასალის გამოყენების პირობები






