Elit Model Look-ის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს Elit Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებულები - 19 წლის თათია ახალაია და 16 წლის ლუკა ჯაჯვანი წარადგენენ. თათია და ლუკა ელიტის საერთაშორისო კონკურსზე 18 ნოემბერს გაემგზავრებიან და 23 ნოემბერს, კონკურსის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.
Elit Model Look -ი ყველაზე პრესტიჟული და წარმატებული სამოდელო კონკურსია, რომელშიც წელს 70 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
გამარჯვებული გოგონა მიიღებს 150000 €, ხოლო გამარჯვებული ბიჭი 50 000 € !!!
გარდა ამისა, გოგონებისთვის ტოპ ათეულში, ხოლო ბიჭებისთვის ტოპ ხუთეულში მოხვედრა , ელიტის საერთაშორისო სამოდელო სააგენტოსთან ავტომატურ კონტრაქტს გულისხმობს.
კონკურსის ოფიციალურ საიტზე ყველა მონაწილის ფოტო და მონაცემებია გამოქვეყნებული, სადაც მონაწილეებითვის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა, მათი ფოტოების მოწონებით არის შესაძლებელი.
http://www.elitemodellook.com/int/en/finalists/index.htm
http://www.elitemodellook.com/int/en/finalists/boys/index.htm






მასალის გამოყენების პირობები






