15 ნოემბერს, გამთენიისას თბილისის ცენტრში, კანდელაკისა და ტაშკენტის ქუჩების გადაკვეთის ადგილას კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. კლუბ "მაჭახელას" 20 წლის ფეხბურთელი, თენგიზ ფერსელიძე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.
ახლობლები ამბობენ, რომ თბილისში დაბადებულ და გაზრდილ თენგოს ოცნებად ჰქონდა, რომ როცა სპორტულ კარიერას მორჩებოდა, ხელვაჩაურში, მშობლიურ ახალსოფელში დაბრუნებულიყო, ბებია-ბაბუის სახლისთვის მიეხედა და იქ ეცხოვრა.
თენგოს გარდაცვალებას მშობლიური სოფელიც გლოვობს.
- ამ დღე დაღლილი იყო, მაგრამ თბილისში მაინც წავიდა - მეგობრის დაბადების დღეა და აუცილებლად იქ უნდა ვიყოო. მაგ დაბადების დღეზე დაიწყო ყველაფერი; მკვლელს არც გული ჰქონია, არც ადამიანი ყოფილა, რადგან თენგოზე ხელის აწევა და დანის დარტყმა შეძლო… ასეთი სიკეთეთ სავსე ბიჭი მოსაკლავად როგორ გაიმეტა, როგორ?! მერე კი გაიქცა და სისხლიანი დანა ქუჩაში დააგდო!
- გავრცელებული ინფორმაციით, თენგო ქუჩაში შელაპარაკებისას მოკლეს…
- ქუჩაში კი მოკლეს, მაგრამ ჩვენ როგორც ვიცით, ჩხუბი დაბადების დღეზევე დაიწყო. თანაც რაზე? - სიგარეტზე. თენგოსთვის სიგარეტი უთხოვიათ, ამას უთქვამს, -არ ვეწევიო. - რას ჰქვია არ ეწევი, რატომ არ ეწევიო და ასე დაწყებულა ჩხუბი... სამი კაცი ერთად დაესია თურმე… მოკლედ, ეს ის ბოროტებაა, როცა ხალხს სხვისი სიკეთე შურს. მოკლედ, ბიჭმა რომ ნახა, იქ ყოფნა აღარ შეიძლებოდა, ადგა და წამოვიდა, ის ბოღმიანები და არაადამიანები ქუჩაში დაეწივნენ და დანით დაჩეხეს.
მასალა სრულად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






