რუსული ლაინერის კატასტროფაში დამნაშავე პირებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში ვიპოვით - პუტინი
მსოფლიო - 14:30, 17 Nov, 2015     1653
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, ეგვიპტეში, სინაის სახევარკუნძულზე, რუსული სამგზავრო ლაინერის კატასტროფასთან კავშირში მყოფი ტერორისტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის 50 მილიონი აშშ დოლარის ჯილდო დააწესა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ ყველა ვინც თვითმფრინავზე განხორციელებულ ტერაქტთან კავშირში მყოფ პირებს დახმარებას გაუწევს, პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამის შესახებ პუტინმა ავიალაინერის კატასტროფის გამოძიების შედეგებზე მიძღვნილ თათბირზე განაცხადა.

"ტერორისტებს, რომლებსაც რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებასთან აქვთ კავშირი, დედამიწის ნებისმიერ წერტილში იპოვიან და უმკაცრესად დაისჯებიან" - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ცნობით, რომ ეგვიპტეში შარმ ელ-შეიხის აეროპორტის ორი თანამშრომელი დააკავეს. "როიტერის" ცნობით, დაკავებულები იმ პირებს დაეხმარნენ, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე ბომბი დაამონტაჟეს. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ,რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ეგვიპტეში , რუსული სამგზავრო ლაინერის A321-ის კატასტროფას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა.

თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.

ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42