მისი თქმით, სირიაში სახმელეთო ჯარის შეყვანა დიდი შეცდომა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელ სამხედროებს შუძლიათ რაკაში, რამადსა და მოსულიში შევიდნენ, თუმცა ეს ართუ გადაჭრის, არამედ კონლფიქტის ესკალაციას გამოიწვევს.
"ISIS არის ბოროტების სახე. ჩვენი მიზანი ამ ბარბაროსული ორგანიზაციის განადგურებაა. თუმცა, სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყება დიდი შეცდომა იქნებოდა" - განაცხადა ობამამ.
მისი თქმით, G20-ის სამიტზე, სირიის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით, მცირე დიპლომატიური პროგრესი მიღწეულია, თუმცა მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს უთანხმოება პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომავალ ბედთან დაკავშირებით.
საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული თავდასხმების ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხდებით, ბრიტანეთი დაზვერვისა და საჰაერო უსაფრთხოების კუთხით მეტი თანხების მობილიზებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






