გამოცემის თანახმად, ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციის წევრებიც იღებდნენ. ავიაოპერაციის შედეგად განადგურებულია "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები, სამეთაურო პუნქტი და ისლამისტების საწვრთნელი ბანაკი.
პარიზის ტერქტების შემდეგ, საფრანგეთის სამხედრო ავიაციამ სირიის საჰაერო სივრცეში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ამ დრომდე ყველაზე მასშტაბური იერიშები გუშინ განახორციელა.
დარტყმები ქალაქ რაკაში განხორციელდა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ საკუთარ „დედაქალაქად“ მიიჩნევს, მთავარ ობიექტი კი "ისლამური სახელმწიფოს" სამეთაური პუნქტი იყო, რომელიც ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობად გამოიყენებოდა.
ოპერაციაში მონაწილეობას 12 თვითმფრინავი მონაწილეობდა. გავრცელებულოი ცნობით, 20 ჭურვის გასროლის შედეგად ყველა სამიზნე განადგურდა.
"ისლამური სახელმწიფოს" ტერორიზტებმა 6 ტერაქტი პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს განახორციელეს, რასაც 132 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






