"დახოცილ ახალგაზრდებში გაუნძრევლად ვიწექი, მათი სახე არასოდეს დამავიწყდება" - ტერაქტს გადარჩენილი გოგონა
მსოფლიო - 17:35, 16 Nov, 2015     19465
პარიზის ტერაქტს გადარჩენილი 22 წლის იზაბელ ბოვერი თავდასხმის შემზარავ წუთებს იხსენებს. "ბატაკლანის" დარბაზში, კონცერტზე მყოფი გოგონა მსოფლიოს ფეისბუკის გვერდიდან მიმრთავს.

„ ვერასოდეს წარმოიდგენ, რომ ეს შესაძლოა შენ შეგემთხვას. ეს მხოლოდ პარასკევი საღამო იყო. კონცერტი, სასიამოვნო ატმოსფერო და ბედნიერი ხალხი. მაშინაც კი, როდესაც სროლა დაიწყო, გვეგონა ეს შოუს ნაწილი იყო.

ეს არ იყო მხოლოდ ტერორისტული აქტი, ეს იყო ხოცვა. ათობით ადამიანი ჩემ თვალწინ მოკლეს. იატაკზე სისხლის გუბეები დააყენეს. მამაკაცები ცხარე ცრემლებით ტიროდნენ, მკლავებში კი მოკლული შეყვარებულები ესვენათ“ - წერს იზაბელა.

მისი თქმით, მასშტაბურ ხოცვას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ სიკვდილის ინსცენირება მოაწყო.

„ვიწექი დახოცილ ახალგაზრდებს შორის და ვცდილობდი არ გავნძრეულვიყავი, არ მეტირა, ტერორისტების ყურადღება რომ არ მიმეპყრო. მაგრამ მაშინ, როდესაც ვგრძნობდი შემდეგი მე ვიქნებოდი და კანკალმა ამიტანა, ახალგაზრდა მამაკაცი სხეულით გადამეფარა, პირზე ხელი ამაფარა, რომ არ მეტირა და სიკვდილს გადამარჩინა. მთელი ცხოვრება მემახსოვრება მათი სახე, ვინც ჩვენს დასახოცად მოვიდა“ - ამბობს გოგონა.

მისი თქმით, ვერასოდეს დაივიწყებს იმ ჰუმანურობასა და თანადგომას , რაც უცნობმა ადამიანებმა გამოიჩინეს.

„არასოდეს დამავიწყდება ქალი, რომელმაც საკუთარ სახლის კარები ჩვენთვის გააღო. მამაკაცი, რომელმაც ტანსაცმელი გვიყიდა, რადგან მთლიანად სისხლში ვიყავით ამოსვრილები. მათ დამარწმუნეს, რომ ყველაფრის მიუხედავად მსოფლიო მშვენიერია და ცხოვრება უნდა განვაგრძოთ. მაშინ, როდესაც სისხლის გუბეში ვიწექი, ვფიქრობდი ყველაზე, ვისთვისაც კი ოდესმე მითქვამს, რომ მიყვარს და მივხვდი, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სიცოცხლეა. მიუხედავად იმისა, რაც ჩემს თავს ხდებოდა, მათ შემინარჩუნეს რწმენა , რომ ის ტერორისტები ჩვენზე ვერ გაიმარჯვებენ. პარასკევის ღამემ ბევრი ჩვენგანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა და ახლა, ჩვენ უნდა შევეცადოთ ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე ვიყავით მათთვის, ვინც უდანაშაული მსხვერპლი გახდა. მათთვის, ვინც ვერასოდეს აისრულებს თავის სურვილებს. მშვიდობით განისვენეთ, ანგელოზებო - წერს იზაბელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42