კამბადელის თქმით. პარიზში მომხდარი სისხლიანი ტერაქტების შედეგად მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო:
„ჩვენ შევდივართ სისხლიან წლებში. ჩვენ ვართ ომში და ამიტომ ჩვენ გვჭირდება მექანიზმი, რომელიც უპასუხებს იმ აგრესიას, რომელიც საფრანგეთის მისამართით განხორციელდა. იქნება მსხვერპლიც. საჭიროა, რომ მსოფლიომ ეს იცოდეს. ეს ოპერეტა არაა, ეს უკიდურესი სისასტიკეა. ჩვენს წინაშე არიან ადამიანები რომლებსაც განსაზღვრული მიზანი აქვს, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახოცვას. ერთი წამით წარმოიდგინეთ ტერორისტებს რომ სტადიონზეც შეეღწიათ... სწორედ ეს იყო მათი მიზანი“

ამგვარი მასობრივი საფრთხის წინააღმდეგ კამბადელის თქმით საჭიროა გადაიდგას რამდენიმე ნაბიჯი:
„აუცილებელია შეიქმნას ნაციონალური კოალიცია, რომელიც თავის მიზნად ისლამური სახელმწიფოს განადგურებას დაისახავს. საჭიროა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გაძლიერება საფრანგეთის მოსახლეობისთვის. ამასთანავე საჭიროა ეროვნული თანხმობის მიღწევა, რომლიც პარტიული ერთობის საზღვრებს სცილდება“- განაცხადა სოციალისტების პირველმა მდივანმა.
კამბადელი მსოფლიოში გამართულ სოლიდარობის აქციებსაც გამოეხმაურა
: „ჩვენ სოლიდარობიდან მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ, რაც მსოფლიოში ბარბაროსების განადგურებას გულისხმობს“
წყარო: franceinfo.fr
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






