ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა "ისლამურ სახელმწიფოს" ომი გამოუცხადა. ჰაკერებმა ვიდეო YouTube-ზე, პარიზის ტრაგედიის შემდეგ ატვირთეს.
„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად გიპოვით და არ გაგიშვებთ. ჩვენ დავიწყებთ ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას თქვენ წინააღმდეგ. დაელოდეთ კიბერთავდასხმებს. ომი გამოცხადებულია, მოემზადეთ. ფრანგი ხალხი თქვენზე ძლიერია და ამ ძალადობის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება" - აცხადებს ნიღბიანი პირი.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰაკერთა დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" დაემუქრა. მსგავსი შინაარსის ჩანაწერები Charlie Hebdo-ზე თავდასხმის შემდეგაც გაავრცელეს.
ჰაკერული ჯგუფის აქტივისტებმა, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ასოცირებული 149 საიტი გატეხეს, გამოავლინეს 101 000 თვითერის პროფილი და 5 900 პროპაგანდისტული ვიდეო.
მასალის გამოყენების პირობები






