ერაყმა საფრანგეთი ტერაქტებამდე ერთი დღით ადრე გააფრთხილა - AP
მსოფლიო - 14:51, 16 Nov, 2015     5082
პარიზის ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, დაგეგმილი გარდაუვალი ტერაქტების შესახებ, ერაყის დაზვერვამ საერთაშორისო კოალიციის ქვეყნებს ინფორმაცია მიაწოდა.

ამის შესახებ Associated Press -ი ერაყის დაზვერვის სამსახურის 6 წევრზე დაყრდნობით იტყონინება.

გამოცემის თანახმად, ქვეყნებში გაიგზავნა დეპეშა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ კოალიციის წევრ სახელმწიფოებზე, მათ შორის საფრანგეთსა და აშშ-ზე, ასევე რუსეთსა და ირანზე დარტყმების მიტანის ბრძანება გასცა.

თუმცა ერაყელებს არ ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია თავდასხმების ზუსტი ადგილისა და დროის შესახებ. საფრანგეთის თავდაცვის წარმომადგენელის გამცხადებით, მსგავსი ტიპის ინფორმაციას ფრანგული დაზვერვა ყოველდღიურად იღებს.

როგორც AP იტყობინება, გამოცემამ აღნიშნული გამაფრთხილებელო დეპეშის ასლი მოიპოვა, გარდა ამისა, ოთხმა ერაყელმა მაღალჩინოსანმა სააგენტოს დაუდასტურა, რომ ოფიციალურმა ბაღდადმა საფრანგეთი პოტენციურ რისკებზე წინასწარ გააფრთხილა.

„ ჩვენი წყაროებიდან მივიღეთ ინფორმაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიის მიერ გაცემული ბრძანების შესახებ, რომელიც უახლოეს დღეებში, კოალიციის წევრ სახელმწიფოებზე, მათ შორის საფრანგეთსა და აშშ-ზე, ასევე რუსეთსა და ირანზე იერიშების მიტანას, აფეთქებებს, მკვლელობებსა და მძევლების აყვანას გულისხმობდა. ჩვენ არ გვქონდა ზუსტი ინფორმაცია თარიღისა და იმ ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც ტერორისტული აქტები იგეგმებოდა“ - ციტირებს AP ერაყული დეპეშიდან.

ერყის ოფიციალური პირების თქმით, ფრანგულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ დაიგეგმა თავდასხმები სირიის ქალაქ რაკაში, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. დაზვერვის ცნობით, ტერორისტებმა რაკაში მომზადება გაიარეს, შემდეგ კი საფრანგეთში ჩავიდნენ, სადაც საფრანგეთში მათ დახვდნენ. ოპერაციაში ჩართული იყო 24 ადამიანი, მათგან 19 შემსრულებელი, 5 თანაშემწე და ორგანიზატორი.

აღსანიშნავია, რომ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იბრაჰიმ ალ ჯაფარმა, ვენაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერაყის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღო ინფორმაცია მომავალი სავარაუდო თავდასმხების შესახებ, რომლის სამიზნეები საფრანგეთი, აშშ და ირანი იქნება. ჯაფარის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სამივე ქვეყნის ხელისუფლებას გადაეგზავნა.

პარიზში მასშტაბური სისხლისღვრა 13 ნოემბერს მოხდა. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მიერ განხორციელებულ 6 ტერაქტს 129 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში იმყოფება 350 დაშავებული, მათგან 99 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ტერაქტებისას 7-მა თავდამსხმელმა თავი ადგილზე აიფეთქა.თავდასხმებთან კავშირში მონაწილე პირებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42