„გმადლობთ იმისთვის, რომ მიბრუნებთ რწმენას, ჩემი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის, შანსის შესაძლო რეალიზებაზე, გახდეს სამართლიანი და ემსახურებოდეს მიზანს, რომლისთვისაც არსებობს“, -აცხადებს გვანცა ყუფარაძე.
მისი თქმით, იგი უსამართლოდ გასამართლებული უკანონო მსჯავრდებული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად უპირობო გათავისუფლება არასდროს მოუთხოვია.
,, წლების განმავლობაში სამართლებრივ სისტემაში გატარებული ათასობით დარღვევა, ხოლო სისხლის სამართლის დარგობრივი მიმართულებით ასობით უკანონოდ გამოძიებული საქმე იყო მიზეზი იმ ცდომილებათა კომბინაციისა, რის საფუძველზეც სასამართლო სისტემა უსამართლო, სამარცხვინო გახდა. ხუთი წლის განმავლობაში მე დაკავებული ვიყავი და არ მიღიარებია დანაშაული, გვერდის ავლით ქალბატონი დალის მოწოდების, სურვილის, რჩევების. მე რომ საქალაქო სასამართლოს პროცესზე (ნებისმიერ ეტაპზე) დანაშაული მეღიარებინა, დარბაზიდან გამათავისუფლებდნენ სამი დომინანტური გარემოების გამო, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია და ჩემი ბავშვობა შევწირე ჩემივე სიმართლეს და ჩემს პიროვნებაში არსებული სამართლიანობის შეგრძნებას, რომლის გარანტიც სამწუხაროდ ჩემი სახელმწიფო არასდროს ყოფილა. დღეს სწორედ ამიტომ ვარ მადლიერი ქალბატონი თეას განაცხადის, ჩემთვის პატივია სანდრო გირგვლიანის პერსონასთან ჩემი მოხსენიება. გმადლობთ თქვენ იმისთვის, რომ არ გავიწყდებათ არც ერთი ადამიანის, უსამართლო ტკივილი, მიუხედავად დიდი პასუხისმგებლობის და იმ სისტემის სირთულისა, რომელშიც ღირსეულად მოღვაწეობთ, თქვენივე საზოგადოების სასიკეთოდ. ქალბატონ დალი მეტრეველს, მოსამართლეს კი განვუმარტავ, რომ იმედი გამიცრუა. მეგონა უკეთ შეეძლო საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტირების მცდელობა. კარგია, რომ ამ საქმეზე ფიქრობს და ვფიქრობ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იფიქრებს“, - აცხადებს გვანცა ყუფარაძე.
შეგახსენებთ, რომ გვანცა ყუფარაძე 2006 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა „უმიზეზოდ, დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით“ თანაკლასელ თორნიკე ტყემალაძისათვის 33 ჭრილობის მიყენება. მას 10 წელი მიუსაჯეს (5 წელი ციხე და 5 წელი პირობითი სასჯელი). გვანცა ყუფარაძე ციხიდან ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2011 წლის 11 ნოემბერს გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






